0 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სპორტის მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის მთავარი მხარდამჭერი გახდა. მხარეებს შორის 5 წლიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.  საქართველოს ბანკი თანამშრომლობის ფარგლებში, 2026 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს.

 

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.

 

თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას. დაგეგმილია არაერთი პროექტის განხორციელება, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის მხარდაჭერას, მასობრივი და ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას.

 

ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები.

 

„დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ვიწყებთ გრძელვადიან პარტნიორობას. ამ თანამშრომლობით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი მხარდაჭერა და გულშემატკივრობა ქართული ფეხბურთის მიმართ. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, ფუტსალის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების გაძლიერებას. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას, სპორტსმენებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომას. გვინდა ამ პარტნიორობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საქმეში, რასაც ქართული სპორტის განვითარება ქვია და რომელსაც უკვე ვახორციელებთ არაერთი წარმატებული თანამშრომლობით, იქნება ეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერა თუ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების გენერალური პარტიორობა. ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების  სპორტსმენების წახალისება. მჯერა, ისინი არაერთ გამარჯვებას მოგვიტანენ. დარწმუნებული ვარ,  ბევრ ახალგაზრდას მიეცემა სტიმული, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

 

„ძალიან სასიხარულოა, რომ სწორედ საქართველოს ბანკი გახდა ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი. ბანკი, რომელიც მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე გამოირჩეოდა საკუთარი ხედვითა და ფილოსოფიით. მუდმივი განვითარება სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რომელიც საერთოა ჩვენთვის.  დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის და მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ჩვენი ქვეყანა უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ჩემპიონატის მასპინძელია. ჩვენი ახალი პარტნიორის მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ გამორჩეული ჩემპიონატის ორგანიზებას“,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა, სფფ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...