0 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ”Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” გამართავს

 

11 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ”Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” გამართავს. ღონისძიება იმ  სიახლეებსა და ინოვაციებს შეეხება, რომელსაც საქართველოს ბანკი, ბოლო პერიოდში ავითარებს და უახლოეს მომავალში დანერგავს. ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში შეძლებთ: https://bit.ly/3vB7y2a

 

Bank of Georgia UPDATE-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს.

 

ტექნოლოგიების დღის სპიკერები საქართველოს ბანკის გუნდის წევრები იქნებიან. ღონისძიებაზე ისეთი თემები გაჟღერდება, როგორიცაა:

 

•          საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალი ფუნქციონალები და მათი უპირატესობები,

•          გადახდების მართვის სულ ახალი მეთოდი ბიზნესისთვის,

•          ყიდვის ახალი გამოცდილება,

•          ბიზნესისთვის საჭირო ახალი სერვისები და პლატფორმები,

•          საქართველოს ბანკის ახალი აპლიკაცია და სხვა პროდუქტები.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ახალი შესაძლებლობების შექმნას, იქნება ეს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა, ტექ. მიმართულების განვითარება თუ ქვეყანაში ამ სფეროს  კვალიფიციური შრომითი რესურსის შექმნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვადევნოთ თვალი მომხმარებლის მუდმივადცვალებად საჭიროებებს და ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ უკეთესი პროდუქტები და ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ. "Bank of Georgia UPDATE"-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკის იმ ტექნოლოგიებზე მოვუყვებით მსმენელს, რომელიც მუდმივად იცვლება, ვითარდება და ახლდება. ასევე, გავაჟღერებთ საინტერესო სიახლეებს, რომელსაც ბანკი მომხმარებელს უახლოეს მომავალში შესთავაზებს“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვახტანგ ბობოხიძე.

 

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3w2IGzh

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...