0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოსთვის - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ მიქსერი საქართველოზე მორიგ განცხადებას ავრცელებენ და "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ:

 "ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოეთის აგენტების კანონის" მიღების გამო. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს.

თბილისში მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დეესკალაცია, თავის შეკავებით ძალის შემდგომი გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს. ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის ჩვენ პოლიტიკური და ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას დაუყოვნებლივ ზეპირი შეფასება მისცეს, თუ როგორ იმოქმედებს უცხოეთის აგენტების კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, როგორც უკვე შემოთავაზებულია 12 საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ", - ვკითხულობთ ევროპარლამენტარების განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები