0 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქ.ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათი თქმით, სამართალდამცველებმა ის "ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს". დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, ის დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს თქმით, ვინაიდან ბრალდებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურას გადაეცა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები