0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მკვლელობა მუხიანში - შსს-მ ერთი პირი დააკავა

   შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. 

   მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 ამის შემდეგ ზ.გ.-მ სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები