1 2 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანოსნები დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინელი სამართალდამცველების მიერ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ყაჩაღობა) მიმდინარეობს.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს უკრაინელ სამართალდამცველებთან“, - აცხადებენ შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, სამი დაკავებულიდან ორი პირი 2012 წლამდე შსს-ს სპეცრაზმის

ყოფილი თანამშრომლები იყვნენ და მათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო დატოვეს.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით წერს, სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა ერთ-ერთ მეწარმეს და მის მეუღლეს. მათ გაიტაცეს ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა, აგრეთვე ავტომობილი “ლექსუსი”.

უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები 33, 41 და 43 წლის არიან, რომლებსაც უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ.

დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები