1 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა

სამართალდამცველები მემინგენის ციხიდან გაქცეულ ქართველ და თურქ პატიმარს ეძებენ. 

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 37 წლის ვაჟა ბურჯანაძე 36 წლის თურქ პატიმართან ერთად გაიქცა. გერმანული მედიის ცნობით, მსჯავრდებულებმა ციხის ეზოში სეირნობის დროს ღობეზე გადაძრომა მოახერხეს და რკინიგზის სადგურის მიმართულებით ფეხით მიიმალნენ. ბოლოს გაქცეული პატიმრები მემინგენის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს. სამძებრო ოპერაციაში ავიაციაცაა ჩართული.

პოლიციის ცნობით, თურქ პატიმარს მარცხენა მკლავზე ჭრილობა აქვს. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ეჭვმიტანილების დანახვის შემთხვევაში მათ არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ პოლიციას დაუკავშირდნენ. გაქცეული პატიმრები ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები