0 9 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არის 20 წლის გოგო, რომელიც დღეს დილით თემქაზე მოკლეს

  თემქაზე მოკლული 20 წლის გოგონას მეგობარი ბიჭი სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს.  გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე გოგონა სწორედ ამ მეგობარ ბიჭს ესაუბრა. არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დაკითხვაზე იმყოფებოდა კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაცი. 

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი და ვინ იყო პირი, რომელმაც გარდაცვლილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ გარდაცვლილის მეზობლებს. მათი განცხადებით, გოგონას კონფლიქტური ურთიერთობა არავისთან ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სახლიდან უცნობმა პირმა, დილით გაიყვანა.

"რატომ გავიდა სახლიდან არ ვიცი, დასვენება იყო უნივერისტეტში. არ აპირებდა გასვლას.  არ ვიცი რატომ გავიდა. გათხოვილი არ ყოფილა. ჰყავდა შეყვარებული. რაღაცეებზე ჩხუბობდნენ, სისულელეებზე, მაგრამ სასიკვდილო კონფლიქტი არ ჰქონიათ,“-ამბობს გოგონას მეგობარი.

გარდაცვლილის ცხედარი დღეს დილით თემქაზე იპოვეს. გოგონას ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია.

წინასწარი ინფორმაციით, სამართალდმაცველებისთვის ცნობილია ის ავტომობილი, რომლითაც სავარაუდო მკვლელმა შემთხვევის ადგილი დატოვა.

საქმეზე უკვე დაიკითხნენ მოკლულის მშობლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები