1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შენობის დემონტაჟისას გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს - მერია კი პასუხისმგებლობას დამკვეთს აკისრებს

დღეს დიდუბეში შენობის დემონტაჟისას გარდაცვლილი ნუკრი სალიას ოჯახის წევრები ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანიისგან დახმარებას ითხოვენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ოჯახის რჩენის მიზნით, სალია უკვე მერვე წელია თბილისში სხვადასზვა ობიექტებზე მუშაობდა. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ მათ გარდაცვლილის ზუგდიდში გადასვენების თანხაც არ გააჩნიათ. 

ამის საპასუხოდ, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დიდუბეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, არსებული კანონმდებლობით და სანებართვო მოწმობით, მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მშენებლობის დამკვეთს. 

„აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ობიექტზე არქიტექტურის სამსახურის მიერ შპს "როიალ გროუფზე’’ 2016 წლის თებერვალში გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა. არსებული კანონმდებლობით და სანებართო მოწმობით მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება მშენებლობის დამკვეთს - შპს ("როიალ გროუფს’’). ობიექტი იყო გაჩერებული და არ მიმდინარეობდა მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო რამდენიმე დღის წინ. ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ 24.07.2017-ში გაფრთხილება მიეცა მშენებლობის დამკვეთს და დაევალა სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული პირობების შესრულება - დემონტაჟის განხორციელება, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სამსახურის მიერ გაცემულია ოფიციალური აქტი და მიმდინარეობს საქმის წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.


40 წლის ნუკრი სალია დღეს დიდუბეში მდებარე შენობის დემონტაჯისას  გარდაიცვალა. მას ფეხმძიმე მეუღლე და სამი შვილი დარჩა.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები