0 4 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ყაჩაღობა ახალციხის მუნიციპალიტეტში - სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ყაჩაღობა ახალციხის მუნიციპალიტეტში - სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოპერატორი ცივი იარაღით დაჭრეს და თანხა გაიტაცეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

შსს-ს ცნობით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ოპერატორისთვის მიყენებული ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები