0 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქუთაისში აფთიაქი დააყაჩაღეს - თვითმხილველის ინფორმაციით იყო გასროლაც

ჩამოტვირთვა

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე აფთიაქი დააყაჩაღეს. თვითმხილველთა ინფორმაციით მოხდა გასროლაც. 

არსებული ინფორმაციით შეიარაღებულმა პირმა აფთიაქიდან 700 ლარის წაღება მოახერხა.კურიერის ჟურნალისტის ინფორმაციით თავდამსხმელს სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა.

ბუხაიძის ქუჩაზე PSP-ს აფთიაქში ამ დროისთვის პოლიციელები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით რაც ძარცვას გულისხმობს. სამინისტროში თვითმხილველების ინფორმაციას, რომ ძარცვის დროს მოხდა გასროლა არ ადასტურებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები