0 7 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სიყვარული ვიკიპედიურად, გუგლში და გულში...

ჩამოტვირთვა

,,სიყვარული არის თავად ღმერთი'' ამ სიტყვებს ბიბლიაში ვკითხულობთ. ვიკიპედიაში კი სიყვარულს ასე განმარტავენ: ,,სიყვარული - ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში კი სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი და ყოველი ღვთიური კანონის არსია. სიყვარული ყველგან და ყველაფერშია ,ამბობენ ის ატრიალებს დედამიწასო. ვნახოთ რას ფიქრობდნენ ფილოსოფოსები და ფსიქოლოგებიგრძნობაზე, რომელიც ვერტიკალურია და ტანაც ბრუნვადი? ფრომი სიყვარულს ხელოვნებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ადამიანი სიყვარულს, ჯერ თეორიის დაუფლებით, ხოლო შემდეგ პრაქტიკის ათვისებით სწავლობს. მისი აზრით დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებულია პათოლოგიური სიყვარული - ანუ ფსევდოსიყვარული. ფსევდოსიყვარულის ორი ფორმა არსებობს: სიყვარული, როგორს ორმხრივი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სიყვარული, როგორც შეთანხმებული ქმედება, რომელიც მარტოობისგან თავის დაღწევის მიზნით არის მოტივირებული. ფროიდი სიყვარულს განიხილავს, როგორც პირობას, რომელშიც დომინანტური როლი მამაკაცს ენიჭება. მამაკაცი სიყვარულისთვის ირჩევს შესაბამის ობიექტს შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით: 1. პირობა, როცა ქალი ვიღაცისგან დაზარალებულია. 2. მეძავის სიყვარული. 3. ლტოლვა ქალისადმი, რომელსაც აქვს მეძავის ნიშნები. 4. შეყვარებულის გადარჩენის ტენდენცია.ამ შემთხვევებში კაცი არ ტოვებს ქალს, რადგან დარწმუნებულია, რომ ის ქალს სჭირდება. სტენბერგი სიყვარულის შვიდ ფორმას გამოყოფს: 1. მოწონება - მოიცავს მხოლოდ ინტიმურობას. 2. გატაცება - მოიცავს მხოლოდ ვნებას. 3. ცარიელი სიყვარული - მოიცავს მხოლოდ ვალდებულებას. 4. რომანტიული სიყვარული - მოიცავს ვნებას და ინტიმურობას. 5. მეგობრობა სიყვარული - მოიცავს ინტიმურობას და ვალდებულებას. 6. უაზრო სიყვარული - მოიცავს ვნებას და ვალდებულებას. 7. სრულყოფილი სიყვარული - მოიცავს ვნებას, ვალდებულებას და ინტიმურობას. ჰენტრიკები ,ანტიკური ფილოსოფიისა და ლიტერატურის ანალიზის საფუძველზესიყვარულის სამ სტილზე საუბრობენ: ეროსი (ლტოლვა), ლუდუსი (თამაში) და სტროგე (მეგობრობა). ამ სტილთა კომბინაციები წარმოქმნიან მეორადი სიყვარულის სტილს.ხოლო სასიყვარულო სტილები განსხვავდებიან მიღებული სიამოვნების ხარისხით. რაც არ უნდა მოვისმინოთ თუ წავიკითხოთ სიყვარულის შესახებ ამას არსებითად დიდი მნიშვნელობა არ აქვს , მთავარია ეს გრძნობა განიცადო. "რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულსო" - გვეუბნება გერმანული ცხოვრებისეული სიბრძნე . რაც შეეხება კონკრეტულად ქალისა და მამაკაცის სიყვარულს, მასზე ბანალურად ასე ამბობენ- ეს არის გრძნობა, რომელიც გათბობს და სამყაროს ცენტრში გაყენებს. მასზე ფიქრში გათენდება და გაღამდება , გტკივა ის რაც მას ტკივა, მისით არსებობას,მისი ცხოვრებითა და ღირებულებებით ცხოვრებას იწყებ. მასზე შეგიძლია გაუთავებლივ ილაპარაკო , ზოგჯერ იმხელა გრძნობები გეძალება რომ ფიქრობ გული ამდენს ვეღარ გაუძლებ და შეიძლება გასკდეს კიდეც. ზოგჯერ გებადება კითხვა:,,რატომ მიყვარს?'' მაგრამ ამ კითხვაზე ხშირად პასუხს ვერ პოულობ. ვერც ვერასოდეს იპოვი ,უბრალოდ გიყვარს და მორჩა. სიყვარულია როცა მასთან ერთად შეიძლება გაუთვებლად ისეირნო და არ დაღალო , ილაპარაკო გაუთავებლად , ზოგჯერ კი სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარო და გაჩუმდე.სიყვარულია როცა მასთან ერთად სიჩუმეც გიყვარს და მისი გულისცემის ხმა . სიყვარულია,როცა მისი სახელის გაგონებაზე შენში პეპლები დაფრინავენ და შიგნიდან სასიამოვნოდ გიღუტუნებენ. ამიტომ სანამ ის შენი მეორე ნახევარი გაკლია, შენი ნაწილი ბედნიერი ვერასოდეს იქნება ,როცა იპოვი და გამთლიანდები ,შენში სითბილე დაისადგურებს და ცივ და უფერულ დღეებს გაათბობს . "მე რატომღაც მგონია, რომ ისევ მოხვალ. იცი როგორ გელოდები. როდესმე ისევ წავალთ სკოლაში. პირველი თოვლი რომ მოვა მასწავლებელი გარეთ გამოგვიყვანს და ცაში აგვახედებს... სკოლის უკან ისევ მცემენ მერვეკლასელი ბიჭები და ისევ მოგატყუებ, რომ ხიდან ჩამოვვარდი. ისევ ვნახავ დევს შენი სახლის უკან. ისევ წავალ ქალაქში სპილოების სანახავად. ოღონდ დამიჯერე. სადაც ხარ და როგორცა ხარ, იქ დამიჯერე რომ - სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება... ოღონდ დამიჯერე, რომ თუ ოდესმე კიდევ მოხვალ ამ მიწაზე, უკან გაუხსნელად არ დაგიბრუნებ შენს წერილებს და ამის გამო შენ თავს აღარ მოიკლავ... ოღონდ დამიჯერე, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე მაშინ, რომ არ მიყვარდი, პირიქით... მე შენ მიყვარხარ!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები