1 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

”ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონია Kodak-ში აღარ გაიმართება

ჩამოტვირთვა

ამერიკული კინოაკადამია "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია კინოთეატრ Kodak-იდან შესაძლოა, სხვა დარბაზში გადაიტანონ. კონოაკადემიის პრეზიდენტმა ტომ შერაკმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მხოლოდ ცერემონიის ჩატარების ადგილის შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ კინოაკადემიკოსები Kodak-ზე აუცილებლად უარს იტყვიან. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია კინოთეატრ Kodak-ში 2002 წლიდან ტარდება. გრძელვადიან კონტრაქტში, რომელსაც კინოაკადემია კინოთეატრების მფლობელებთან აფორმებს, წერია, რომ 10 წლის გასვლის შემდეგ ორგანიზაციას შეთანხმების გაწყვეტა და ცერემონიის ჩატარებისთვის სხვა ადგილის მოძებნა შეუძლია. გავრცელდა ხმები, რომ Kodak-ს ფინანსური პრობლემები აქვს. კინოთეატრმა გაკოტრების შესახებ ხმები უარყო, თუმცა აღიარა, რომ პრობლემები მართლაც აქვს და მათ გადასაწყვეტად საინვესტიციო ბანკს მიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები