1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„AMERICAN MUSIC AWARDS“-ის ნომინანტთა სია გამოქვეყნდა

ჩამოტვირთვა

ამერიკული მუსიკალური დაჯილდოვების ორგანიზატორებმა 2011 წლის ნომინანტთა სია გამოაქვეყნეს. დაჯილდოვების ცერემონია 20 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში, გაიმართება. დაჯილდოვების ცერემონიაზე მაყურებელს უამრავი სიურპრიზი ელის. ვარაუდობენ, რომ ღონისძიებას მომღერალი ქეთი პერი გახსნის, რომელმაც ამის სურვილი თავად გამოთქვა. თუმცა უცხოური მედია წერს, რომ ცერემონიის მესვეურები უპირატესობას რიანას მიანიჭებენ, რომელმაც სულ ახლახან დაასრულა მუშაობა რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომზე, სახელწოდებით „ამბობენ, რომ საუბრები...“ („Talk That Talk“). ამერიკული მუსიკის დაჯილდოვები მთავარ ჯილდოზე, "წლის საუკეთესო არტისტი", წარდგენილნი არიან: ლედი გაგა, ბრიტანელი მომღერალი ადელი, ქეთი პერი, ტეილორ სვიფტი და ლილ უეინი, რომელთაგან პირველი სამი, „საუკეთესო ქალი შესრულებლის“ ნომაციაზეც არიან წარდგენილნი. "საუკეთესო მომღერალი მამაკაცის" კატეგორიაში გასამარჯვებლად კი ჯასტინ ბიბერი, პიტბული და ბრუნო მარსი იბრძოლებენ. ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია 1973 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ცერემონიის სულისჩამდგმელი დიკ კლარკია, რომლის მიზანიც ცნობილი შემსრულებლების პატივის მიგება იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები