1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მომხდარის შესახებ არაფერი იცის. ფსიქიკური პრობლემები აქვს. მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს"

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს მომხდარი ფაქტი არ ახსოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა, ალექსი გაბუნიამ განუცხადა.

ამ წუთებში, თბილისის მთავარ სამმართველოში მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებულ ქალს საგამოძიენო უწყების წარმომადგენლები ბრალს ოფიციალურად აცნობენ. როგორც დაკავებულის ადვოკატი, ალექსი გაბუნია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადვოკატის თქმითვე, ის ბოლოს მკურნალობის მიზნით კლინიკაში 2017 წელს იყო მოთავსებული.

"მას არაფერი ახსოვს, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს. მომხდარის შესახებ არაფერი იცის. ფსიქიკური პრობლემები აქვს. მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს. დიდი ალბათობით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნება. თუ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა, ჩვენ მოვითხოვთ. პატიმარს დღეს პირველად შევხვდი, 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. მას დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რამდენიმე ათეული წელია. სამედიცინო დაწესებულებაშიც იწვა, სხვადასხვა დაწესებულებაში. ბოლოს ფსიქიკური პრევენციის ცენტრში 2017 წელს რამდენიმე დღე იწვა და პრეპარატები აქვს დანიშნული", - აცხადებს გაბუნია.

ჰქონდა თუ არა ბრალდებულს პრეპარატები შემთხვევის დღესაც მიღებული, ადვოკატი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მისი დაცვის ქვეშ მყოფს წამლები იმ დღესაც ჰქონდა მიღებული.

"დიდი ალბათობით, იღებდა, ახლაც აქვს წამლები დანიშნული და მკურნალობს.

ძალიან მოდუნებულია, წამლებს ახლა ვერ იღებს, რადგან თან არ აქვს", - განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები