1 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პეკინის გამზირზე შეიარაღებული პირები თავს "გირო კრედიტს" დაესხნენ

ნიღბიანი და შეიარაღებული პირები თავს პეკინის გამზირზე​მიკროსაკრედიტო ორგანიზაციას დაესხნენ. თვითმხილველების განცხადებით, ისმოდა სროლის ხმა. თუმცა შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება, ჯერჯერობით უცნობია.

"გირო კრედიტის" საბურთალოზე მდებარე ფილიალის გამყოფი ფანჯრის შუშას ეტყობა ნატყვიარის კვალიც,

თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაინახეს ორი პირი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ნიღაბი ეკეთა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალნენ. 

„გაიქცა ორი ტიპი. შიგნით ბოძზე ნასროლი ეტყობა. ერთს ეკეთა ლურჯი პირბადე. რომ გამოვედი ვნახე , რომ დაყაჩაღება იყო. მეტი არაფერი არ ვიცი,“-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

"გირო კრედიტის" ფილიალზე განთავსებულია რამდენიმე სათვალთვალო კამერა, რომლებმაც დააფიქსირა მომხდარი. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო სამსახური მუშაობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები