1 8 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მიღებული ჰქონდა ჭრილობები თავის, კისრის, გულმკერდის, მუცლის, ზურგის და მხრების არეში" - ლიფტში ქალი დაჭრეს

ჩამოტვირთვა

გუშინ, 27 მაისს, ბათუმში ცივი იარაღით დაჭრილი 30 წლამდე ქალი, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩება. მორიგე რეანიმატოლოგის დავით გონაშვილის ინფორმაციით, დაშავებულს სხეულზე მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდა. ქალს ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, საღამოს საათებში მოხდა. ამ დრომდე უცნობია დამნაშავის მხრიდან თავდასხმის მოტივი.  მეზობლები ფიქრობენ, რომ თავდამსხმელი ქალის გაძარცვას გეგმავდა, თუმცა  დაზარალებულმა წინააღმდეგობა გაუწია. 
თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრილი ქალი ლიფტში ოჯახის წევრმა იპოვა, ის ხმაურზე გამოვიდა გარეთ. სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე, ლიფტიდან დამნაშავე გაიქცა. თვითმხილველები დაედევნენ, თუმცა ვერ დაიჭირეს. 
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მედიით გვარცელებული ინფორმაცია, რომ  თავდასხმის დროს ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები