1 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში - სასამართლო ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული რვა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო მსჯელობს.

ამ დროისთვის მოსამართლე დაკავებულებს ბრალდების დადგენილებას აცნობს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

პროკურორის მტკიცებით, საქმეში არის ოთხი მთავარი მოწმე, ის პირები, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს.

დაკავებულთა ადვოკატები კი დღევანდელ პროცესზე მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

უფლებადამცველები უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას და ოპერატიულ მასალებზე ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ. ადვოკატების განცხადებით, არც ერთ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება თან არ ჰქონდა.

სხდომას დაკავებულების ოჯახის წევრები ესწრებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.

შსს-ში 12 მაისს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა და აღნიშნულ საქმეზე ვიდეომასალა გასაჯაროვდა.

უწყების ცნობით, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ კლუბ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები