0 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

"მე ვლოცულობ შენთვის, ჩემო ამაყო რუსეთო"- პავლიაშვილისა და გვერდწითელის ნამღერი რუსეთს

ჩამოტვირთვა

რუსეთში მყოფმა ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა  სიმღერა "Россия" სიტყვებით „მე ვლოცულობ შენთვის, ჩემო ამაყო რუსეთო" 12 დეკემბერს მოსკოვის ფოლკლორის სახელმწიფო თეატრში შეასრულა.

"აქ ჩემი ბედია, აქ ჩემი სულია, მდინარეები და მდელოები... აქ ჩემი მეგობრები არიან, ჩემი ოჯახი და სახლი... მე ვხედავ მზეს და ფერად სიზმრებს, მე ვლოცულობ და მინდა, რომ შენი განთიადი წმინდა იყოს, ჩემო ამაყო რუსეთო", - მღერის სოსო პავლიაშვილი.

მომღერალმა სიმღერა თამარ გვერდწითელთან ერთად ჩაწერა დუეტში, თუმცა კონცერტზე გვერდწითელი არ გამოჩენილა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები