0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ერთი ქალისთვის მიძღვნილი 300 ლექსი

ჩამოტვირთვა

საქართველო პოეტების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა. ამ მხრივ სურათი არც თანამედროვეობაში შეცვლილა. სახეცლილი მხოლოდ მკიითხველისა და მწერლის ურთიერთობაა, თუკი წლების წინ პოეტები საკუთარ შემოქმედებას წიგნების საშუალებით გვაწვდიდნენ, დღეს მკითხველისთვის თავის გაცნობის ყველაზე ეფექტური სასუალება ინტერნეტი და ტელევიზიაა. 24 წლის თბილისელი პოეტი რეზი ქინქლაზეც საზოგადოებამ რეიტინგული ტელეშოუებიდან გაიცნო. წერს ბავშვობიდან, პირველი ლექსი 13 წლის ასაკში ქართული პოეზიის მეფეს გალაკტიონ ტაბიძეს მიუძღვნა, პირველს მეორე მოჰყვა და რეზი ქინქლაძე ლექსის წერით დაავადდა. პრაქტიკული პროფესიის მიუხედავად ბანკის თანამშრომელი რეზი პოეზიას თავისი ცხოვრების უმთავრეს ნაწილად მიიჩნევს, წერს ყველგან და ყოველთვის, სამარშუტო ტაქსებშიც კი რეზი ქინქლაძის პოეზია ძირითადად სიყვარულს, მისი ლექსების უმეტესობა კი ერთ ქალს ეძღვნება, ეს ქალი ქეთი კოპალიანია, რეზის უდიდესი სიყვარული, რომელიც პოეტმა ლექსებით მოხიბლა, თავი შეაყვარა და ცოლადაც შეირთო. ქორწინებამდე ახალგაზრდა პოეტის შემოქმედების პირველი შემფასებელი მისი და იყო, ცოლის მოყვანის შემდეგ კი ეს მისია ქეთიმაც გაინაწილა. უახლოეს მომავალში რეზი ქინქლაძე მკითხველს საკუთარ კრებულს წარუდგენს, რომელშიც პოეტის რჩეული 40-მდე ლექსი გაერთიანდება. წინგნის გამოცემის ზუსტ თარიღს რეზი ჯერ ვერ ასახელებს, რადგან ჯერ ფინანსური მხარე აქვს მოსაგვარებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები