ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვი...
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
|
1163წელი, პარიზი... კირქვის უზარმაზარი ლოდებით დატვირთული მშენებელთა დიდი არმია მდინარე სენას შუაში მდებარე კუნძლ იდელასიტას მიადგა. ათასობით წლების მანიძლზე ეს წმინდა ადგილად იყო მიჩნეული, აქ დადიოდნენ ქრისტიანი პილიგრიმები, ახლა კი საფრანგეთის მეფემ ამ ადგილზე ისეთი ტაძრის აგება ბრძანა რომელსაც მთელი ევროპა შურით დაუწყებადა ძებნას, ეს ლუი მეშვიდე იყო...ტაძარი კი ნოტერ–დამი...ანუ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ტაძარი რომლის სამარხში აღმოჩენილმა სიტყვამ „ბედისწერა“ დიდ მწერალს გენიალური რომანი შეაქმნევინა, ხოლო აკლდამაში ნანახმა მთელი მსოფლიო მოიცვა... „სამარხში ორი ჩონჩხი იპოვეს, ერთი ეტყობოდა ნატიფი ახალგაზრდა ქალისა უნდა ყოფილიყო, ხოლო მეორე სავარაუდოდ, კუზიანი, მახინჯი ადამიანისა, რომელსაც ძნელად თუ შეიძლება უწოდო ადამიანი.იგი ისე ეკვროდა ქალის სხეულს, რომ ძნელად მოხერხდა მათი დაშორება“...ამ ისტორიამ ვიქტორ ჰიუგოს გენიალური რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ შეაქმნევინა, სწორედ ამ ნაწარმოებში გაცოცხლდა სამარხის გმირები ესმერალდა და კვაზიმოდო, ეს სწორედ ესმერალდას აკლდამა იყო, ქალის ჩონჩხზე გადამხობილი მეორე ადამიანი კი კვაზიმოდო, რომელიც ესმერალდას აკლდამაში შევიდა და საყვარელი ქალის გვერდით დალია სული, რათა სიკვდილის შემდეგ მაინც ღირსებოდა ცხოვრების ერთადერთ სიყვარულთან ერთად ყოფნა. ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში“ XV საუკუნის პარიზის ცხოვრება ასახული. რომანის მთავარი პერსონაჟების გრძნობებისა და მოქმედების ჩვენებით ჰიუგო აყენებს ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, როგორიცაა სიყვარული, ცოდვა, სიკვდილი. რომანი ვითარდება სამი მთავარი მოქმედი გმირის – არქიდიაკონკლოდ ფროლოს, ზართა მრეკველ მახინჯ კვაზიმოდოსა და ულამაზესი ბოშა ქალის ესმერალდას ირგვლივ. კლოდ ფროლმა სიცოცხლე შეუნარჩუნა და აღზარდა ქუჩაში ნაპოვნი ჩვილი ბავშვი კვაზიმოდო, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. მაგრამ ღვთისმსახური სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა, როცა მისი გრძნობები ესმერალდამ უპასუხოდ დატოვა. მთავარმა დიაკონმა მის მიერ ჩადენილი კვლელობის მცდელობა ქალს გადააბრალა და გულგრილად მიიღო მონაწილეობა ესმერალდას მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ლამაზ, მაგრამ გულცივ, მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის მზრუნველ ეკლესიის მსახურს ჰიუგო უპირისპირებს მახინჯ, მაგრამ ლამაზი სულის მქონე კვაზიმოდოს. მას მთელი არსებით შეუყვარდა გულუბრყვილო და ნაზი ესმერალდა. როდესაც სიკვდილმისჯილი ესმერალდა სახრჩობელაზე აჯყავდათ, კვაზიმოდო თოკით დაეშვა ტაძრის სახურავიდან, აიტაცა ქალი და ელვის სისწრაფით ტაძარს შეაფარა თავი. ხოლო როდესაც ვერაგულად შეპყრობილი ესმერალდას მიმართ განაჩენი მაინც სისრულეში იქნა მოყვანილი, მან ჯერ ტაძრის სახურავიდან გადმოაგდო ესმერალდას სიკვდილის მთავარი დამნაშავე კლოდ ფროლო, შემდეგ კი ესმერალდას გვერდით დალია სული.ჰიუგოს მეტმა ჯერ ვერავინ შეძლო მშვენიერების ამხელა სიმაღლემდე აეყვანა სიმახინჯე და სიკეთის ზეიმი ამ გზით ეჩვენებინა. ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე“ დაიდგა მიუზიკლი, რომლის 1998 წლის 16 სექტემბერს პარიზში შედგა.. პარიზული დებიუტის შემდეგ მიუზიკლი დაიდგა საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, კანადაში. მცირე ინგლისური ვერსია დაიდგა ლას ვეგასში 2000 წელს, ხოლო სრული ვერსია ლონდონში, რომელიც საკუთრივ ინგლისში ჩვიდმეტი თვის განმავლობაში სცენიდან არ ჩამოსულა. „გინესის რეკორდების წიგნის“ მიხედვით ის არის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მიუზიკლი, რომელიც დებიუტიდან პირველსავე წელს ყველაზე ბევრჯერ დაიდგა სხვადასხვა თეატრის სცენაზე. რაც შეეხება თავად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, როგორც მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ არქიტექტურულ ძეგლს, იგი მრისხანე და იდუმალი, ცოდვა-ბრალიანი და მეორე ათასწლეულის სრული მესაიდუმლეა. მისი მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და 170 წლის შემდეგ დასრულდა. ტაძარი აგებულია ზუსტად იმ ადგილზე, სადაც I საუკუნიდან იუპიტერის ტაძარი იდგა. პარიზელები სასოებით აგროვებდნენ ფულს ტაძრის ასაგებად. მათ შორის იმდროინდელი პუტანებიც. ტაძარს ამშვენებს კარიბჭე, რომელიც, ლეგენდის თანახმად, მჭედელმა ბისკორნემ სატანის დახმარებით მოჭედა. რაკი სხვაგვარად ვერ შეძლებდა ასეთი იდუმალი სილამაზის შექმნას და უხსენებელს სული მიჰყიდა. ქანდაკებათა უმრავლესობა კი კოპიოა, რადგან ორიგინალები საფრანგეთის დიდი რევოლუციის წლებში დაამსხვრია გამძვინვარებულმა მასამ. იმ წლებში ეს გრძნეული შედევრი საწყობად აქციეს. არა, მაინც რას არ იზამს რევოლუციის დროს „გამარჯვებული ხალხი“ – ბრძენია იგი და კეთილშობილი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აქვს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე. იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაზარია. ეს დიადი ქმნილება თვალს აჯადოებს თავისი ურიცხვი ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით. ყოველივე ერთად შეერთებული კი ქმნის მშვენიერ ანსაბლს ქმნის. „1856 წლიდან პარიზის ღვთისმსობლის ტაძრის ოთხი ზარი ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ რეკავს, მცირეოდენი გადაცდენის გარეშე. ისინი რეკადნენ პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისას, 1944 წელს პარიზის გათავისუფლებისას, ან სულ ახლახანს, 11 სექტემბრის მსხვერპლთა პატივსაცემად. გაზეთმა New York Times-ი მთელ სტატია მიუძღვნა ამერიკული პრესისათვის, იშვიათ თემას, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარებს. რა არის ასეთი უეცარი გატაცების მიზეზი? ჩრდილოეთის კოშკის ოთხი დიდი ზარი და სამხრეთის კოშკის დიდი ზარი, რომლებიც XIX საუკუნით თარიღდებიან, 2013 წლის დასაწყისში შეიცვლებიან. ერთ დღესაც ზარები დადუმდებიან ეს ისტორიული ოპერაცია ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა იქნება პარიზის ღვთისმსობლის ტაძრის 850-ე იუბილეზე. „ყველა ზარი ჩამოასხეს რევოლუციასთან დაკავშირებით - მათგან დღეს მხოლოდ დიდი ზარი ემანუელი შემორჩა - ჩვენ დიდი ენთუზიაზმით შევქმნით ახალ ანსამბლს 1686 წელს ნაკურთხი დიდი ზარის ადგილას“, ვკითხულობთ საიტზე Notre-Dame de Paris, სადაც ტაძრის ზარების XVIII საუკუნისეულ ხმოვანების მოსმენასაც გვთავაზობენ ისეთი სახით, როგორითაც იქნება ის აღდგენილი 2013 წელს. გაზეთი New York Times-ი ზოგიერთი პარიზელის წუხილსაც ეხმაურება, ხალხი წუხს, რომ XIX საუკუნის ეს „რხევადი მოწმე“, რომელიც ვიქტორ ჰიუგომ უკვდავყო, ერთ დღესაც გაქრება. არაერთი ზარის მკვლევარის აზრით სწორედ ასეთი რამ დაემერთათ ღვთისმშობლის ტაძრის ზოგიერთ ზარებს, ისინი მალე გაფუჭდებოდნენ და „საფრანგეთისათვის უფრო დიდ საშინელებად“ გადაიქცეოდნენ...............“ზარები ადამიანებივით არიან, ისინი ცოცხლობენ და ერთ დღესაც დადუმდებიან“....
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
ხატვა გრძნობების, აღქმულისა და აღსაქმელის, გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიით გადმოცემის საშუალებაა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მხატვარ დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ხილვისას ერთი აზრი გებადება...
პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ჟიურის საბოლოო შედეგებს უზიარებს და წერს, რომ მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი გიგაშვილი ...
თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...
ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...
დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...
„კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება....
71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთა...
პოეტი ზურაბ რთველიაშვილი დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პენცენტრი აქვეყნებს. „პოეტი და პერფორმერი, საქართველოს პენცენტრის წევრი, დადა-მეფე ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. საქართველოს...
სოციალურ ქსელში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სულ უფრო მეტად იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ლუკმა-პურის მისაღებად დახმარებას ხან ქუჩაში, ხანაც ფეისბუქზე თ...
მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინანტებს შორისაა. ქართველი მსახიობი ფილმ „კურიერში“, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის, საუკეთესო შესრულებისთ...
მას იცნობენ მთელს მსოფლიოში, მის გადაცემას ჰყავს უზარმაზარი აუდიტორია, არის წარმატებული და მდიდარი ქალბატონი. გთავაზობთ წარმატების ფორმულებს ოპრა უინფრისგან. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელ...
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ხვალ, 27 ივლისს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. აღნიშნულ სხდომაზე და...
რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის მეუღლე სვეტლანა შერბატიუკი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. სვეტლანას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღნიშნულ ინფო...
დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს, ბიზნესოპერატორებს აცნობენ ახალი კო...
ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბრიტანული გამოცემის The Guardian 2020 წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა. „ცეკვის სცენები ძალიან დამაკმაყოფილებელია - მათი ყურე...
იდეის ავტორი: სოფო ბედია მუსიკა: კაკი ბოლქვაძე ტექსტი: ნანა ცინცაძე
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ვარსკვლავს ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა....
ლონდონში გამართულ BAFTA-ს დაჯილდოების 73-ე ცერემონიაზე საუკეთესო რეჟისორად სემ მენდესი, საუკეთესო ფილმად კი მისი გადაღებული „1917“ აღიარეს. ფილმმა საბოლოო ჯამში 7 ნომინაციაში მოიპოვა გამარჯ...
კომენტარები