0 7 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შემეცნებითი ტურნე რეგიონებში - „აზროვნების აკადემიამ“ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

საქართველოს რეგიონებში უკვე ერთი თვეა, „აზროვნების აკადემიის“ ორგანიზებით, შემეცნებითი ტურნე მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროექტი „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში, „აზროვნების აკადემიის“ ლექტორები, მათ შორის ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, ფილოლოგები, რეგიონებში საჯარო ლექციებს მართავენ. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, მოისმინოს დისკუსია ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორებიც არის - პოზიტიური აღზრდა, პიროვნული განვითარების ეტაპები, თვითშემეცნება, თვითრეალიზაცია და სხვა. დასწრება რეგიონებში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. 

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „აზროვნების აკადემიის ლექციებზე დასწრებას ხშირად რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები ვერ ახერხებენ. სწორედ ამიტომ  გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა საგანმანათლებლო პროექტისთვის და „აზროვნების აკადემიის“ საჯარო ლექციები ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ადამიანის შემეცნებითი განვითარება და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სწორედ ამ მიმართულებებს მოიცავს საჯარო ლექციები, რომლებიც 10 რეგიონში გაიმართება და რომლებზე დასწრებაც ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება“.

შემეცნებითი ტურნეს ფარგლებში, ბათუმსა და ოზურგეთში უკვე ჩატარდა ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის ორი ლექცია. შეხვედრას  ოთხასამდე  მსმენელი დაესწრო.

ლევან გიგინეიშვილი, ფილოლოგი: „აზროვნების აკადემიის“  შემეცნებითი ტურნეს ფარგლებში, მსმენელებს სხვადასხვა კვლევის შედეგებს ვაცნობთ. შეხვედრები საინტერესოდ მიმდინარეობს. თავისუფალი ფორმატი გვაძლევს საშუალებას, მოვისმინოთ მსმენელის მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მოქალაქეები სვამენ შეკითხვებს და ერთვებიან დისკუსიაში. ბათუმსა და ოზურგეთში გამართულმა ლექციებმა ადგილობრივების დიდი დაინტერესება გამოიწვია და შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა“.

პროექტის ფარგლებში, რეგიონებს რვა სპიკერი სტუმრობს: ზურა მხეიძე, ლევან გიგინეიშვილი, ანა ქირია, რეზო კორინთელი, მარინა კაჭარავა, ანდრო დგებუაძე, ნინო ელბაქიძე და ნინო ბუაძე. შეხვედრები რამდენიმე თვის განმავლობაში  საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართება.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები