0 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

სტამბულში 32 წლის ქართველი ქალის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს

სტამბულში, სოკაკის ქუჩაზე, საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს. მას ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ქალს მრავლობითი ჭერილობები დანით აქვს მიყენებული.

მოკლული ქალის მეგობრების თქმით, ქალი ქმარმა მოკლა, რომელიც ქალზე სისტემატიურად ძალადობდა.

32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი თურქეთის ქალაქ სტამბულში, ჩაკეტილ სახლში იპოვეს.

„დიახ, ადამიანებო ეს ის თამთაა, მისმა არაადამიანმა ქმარმა თურმე 2 დღის წინ სიცოცხლეს ულმობლად, რომ გამოასალმა და ვითომც, აქ არაფერი მომხდარაო, ისე რომ გაიხურა კარი და წავიდა!! (იმედია მოუსავლეთში)“ - წერს თამთა ჯანჯღავას ახლობელი, სალომე კურდღელია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები