2 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა შეუძლიათ მოსწავლეებს hi app-ის დახმარებით

ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.

 

გიზიარებთ მარტივ ფუნქციებს, რომლებიც მოსწავლეებს თიბისის hi app-ში დახვდებათ:

 

·         გადარიცხვა სხვასთან და საკუთარ ანგარიშებს შორის

·         5გბ ინტერნეტის 1 ლარად ჩართვა

·         მობილური ბალანსის შევსება

·         ბანკომატიდან თანხის QR კოდით განაღდება

·         მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა.

 

hi app-ით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომია 18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი.

 

აპის გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს:

·         მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი, მაგრამ არ არიან მობაილბანკის მომხმარებელი, შეუძლიათ გადმოწერონ hi app და გაიარონ რეგისტრაცია პირადი ნომრით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან გაეგზავნება თანხმობის ფორმა SMS-ის სახით, კანონიერი წარმომადგენლის დასტურის შემდეგ, მოსწავლე მიიღებს hi app-ში შესასვლელ მონაცემებს.

·         თუ მოსწავლე არ არის თიბისის მომხმარებელი, ბარათის შეკვეთის დროს უნდა მიუთითოს, რომ hi app-ის გააქტიურება სურს და მიჰყვეს ინსტრუქციას.

·         იმ შემთხვევაში კი თუ მოსწავლეს აქვს თიბისის მოსწავლის ბარათი და არის მობაილბანკის მომხმარებელი, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწეროს hi app და შევიდეს აპლიკაციაში საკუთარი მონაცემებით.

 

თუ ჯერ კიდევ არ გაქვს hi app-ი, გადმოწერე და გაიაქტიურე: https://tbchiapp.onelink.me/kgD3/zhd4a9u8

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები