2 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები თიბისიში გადიან გადამზადებას

ტექნოლოგიური პროექტის Data Bootcamp მონაწილეები, თიბისიში, Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების კურსს გადიან. გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმის Data Bootcamp-ის 15 რჩეული მონაწილე, ორი კვირის განმავლობაში, თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს. ეცნობიან მუშაობის პრინციპებს და სპეციფიკას, ერთვებიან ინტენსიურ პრაქტიკულ სამუშაოებში და სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით მონაცემების ანალიზს სწავლობენ.

„მონაცემთა მეცნიერება, მონაცემთა ინჟინერია და მონაცემთა ანალიტიკა ეს ის პროფესიებია, რომლებიც დღეს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ძალიან მოთხოვნადია. მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, ჩვენს ბაზარზე, ამ სფეროს პროფესიონალების ნაკლებობაა. ამიტომ, თიბისისთვის, როგორც ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ჩაერთოს ისეთ პროექტებში, რომლებიც ახალგაზრდებს, პატარა ასაკიდან ეხმარება ამ დარგის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ასეთი პროექტია - Data Bootcamp. ჩვენი მიზანია, ამ ძალიან ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს გაუღრმავოთ ცოდნა და ვასწავლოთ პრაქტიკით. ასევე, დავანახოთ, რომ თიბისი არის ადგილი სადაც საკუთარი ცოდნის სრულ რეალიზებას შეძლებენ“- ნუცა აბაზაძე, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი მონაცემთა ანალიზის და მართვის დეპარტამენტში.

Data Bootcamp-ი ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობდნენ, 15 წელს ზევით, პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები.

Data Bootcamp-ის მონაწილეებმა, მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე გაიარეს ტრენინგები და მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით; ისწავლეს იდეების სწორი და თანმიმდევრული გენერირება, ასევე, დაეუფლნენ წარმატებული Pitching-ის ტექნიკებს.

Data Bootcamp-ებმა სტარტი გურჯაანის ტექნოპარკში აიღო და ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ, 30 ნოემბერს, თბილისის ტექნოპარკში დასრულდება. თბილისის Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეებიც თიბისიში, Data Academy-ის ფარგლებში გაივლიან გადამზადებას.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...