1 4 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„თვალზე ცრემლი მადგება, როცა ვუყურებ ღაზაში გარდაცვლილ ბავშვებს, ვხედავ როგორ იტანჯებიან ქალები და მოხუცები“ – ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ღაზის სექტორში მიმდინარე ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ  უდანაშაულო მოსახლეობის დახოცვა გაუმართლებელია.

მისივე თქმით, დახოცილი ბავშვებისა და დატანჯული მოხუცების დანახვაზე ბრაზისგან მუშტები ეკვრება და თვალზე ცრემლი ადგება.

„გვახსოვს როგორც დაიწყო ახლო აღმოსავლეთის მიმდინარე კრიზისი – ისრაელისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმით.

ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ დამნაშავეთა და ტერორისტთა დასჯის ნაცვლად, სამწუხაროდ, დაიწყეს კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპით შურისძიება.

საშინელი მოვლენები, რაც ახლა ღაზის სექტორში ხდება, როცა განურჩევლად ანადგურებენ ასიათასობით უდანაშაულო ადამიანებს, რომლებსაც არსად აქვთ გასაქცევი, ბომბებისგან დასაცავად თავს ვერსად შეაფარებენ, არაფრით გამართლება არ შეიძლება.

როდესაც უყურებ დასისხლიანებულ ბავშვებს, დახოცილ ბავშვებს, იმას, თუ როგორ იტანჯებიან ქალები, მოხუცები, როგორ იხოცებიან ექიმები – რა თქმა უნდა, [ბრაზისგან] მუშტები გეკვრება და თვალზე ცრემლი გადგება. სხვაგვარად ვერ იტყვი,“ – თქვა პუტინმა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები