1 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი ობლიგაციების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას უკვე ქართულ ენაზეც აქვეყნებს

თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვა განაახლა, განავითარა და ინგლისურთან ერთად, ახლა უკვე ქართულ ენაზეც აქვეყნებს.

 

განახლებული კვლევა მაკროეკონომიკურ მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ბაზრების ანალიზსა და როგორც გლობალური, ისე რეგიონული,  სუვერენული და კორპორაციული ობლიგაციების ინდექსებს აერთიანებს.

ანგარიში ყოველ 2 კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება და ინვესტორებს, ინვესტირების დაწყების მსურველებსა და სხვა ყველა დაინტერესებულ მხარეებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ობლიგაციების ბაზარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ.

 

მაკროეკონომიკური მიმოხილვა მკითხველს ბაზრის საერთაშორისო ეკონომიკურ მდგომარეობასა და ვალუტის ბაზრებზე აქტივობას გააცნობს, თიბისი კაპიტალის ინდექსები კი ინვესტორებს საშუალებს მისცემს რეგიონული ობლიგაციების ფასისა და სარგებლიანობის მოძრაობას დააკვირდნენ და მსოფლიოში არსებული სხვა ინდექსების შემოსავლიანობას შეადარონ. განახლებული ანგარიში მოიცავს შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციების ანალიზსაც, რომლებიც ობლიგაციების გლობალური ბაზრების სენტიმენტის მდგენელად განიხილება. 

 

თიბისი კაპიტალის სუვერენული ობლიგაციების ინდექსი რეგიონის 10 ქვეყნის მიერ გამოშვებულ 26 სუვერენულ ევროობლიგაციას ფარავს, კორპორაციული ობლიგაციების ინდექსი კი - რეგიონული  კორპორაციების მიერ გამოშვებულ 170 ევროობლიგაციას. ინდექსები ყოველკვირეულად ახლდება და რეპორტთან ერთად, 2 კვირაში ერთხელ ქვეყნდება.

 

თიბისი კაპიტალის ობლიგაციების ბაზრის უახლესი მიმოხილვის მიხედვით, აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 4.7%-იან ნიშნულს გადააჭარბა და აღმავალი ტრენდით ხასიათდება, რაც გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე წნეხს აძლიერებს. ეს მაჩვენებელი 2007 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალია.

 

თიბისი კაპიტალის რეგიონული სამთავრობო ობლიგაციების ინდექსი, 2 კვირის განმავლოაბში, 0.32%-ით შემცირდა. განსაკუთრებით შემცირდა თურქული და რუმინული სამთავრობო ობლიგაციების ფასები, თითოეული 1.5%-ით. მეორე მხრივ, 1.30%-ით გაძვირებულია სომხური სამთავრობო ობლიგაციები, რომელთა ვადაც 2025 წელს იწურება.

 

თიბისი კაპიტალის ობლიგაციების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას, ამჯერად უკვე ქართულ ენაზეც, გაეცანით ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...