„ჩიტი თავისუფალია“ - ილონ მასკმა „ტვიტერი“ 44 მილი...
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ისა და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მედიაში...
|
სამშაბათს, 7 ნოემბერს შატო მუხრანის ტერიტორიაზე დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება კომპანია ტოიოტა თავისი ერთერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის ტოიოტა პრადოს განახლებული მოდელის წარდგენას გამართავს.
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“, განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.
„Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია. უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა ლენდ კრუიზერს მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერად აქცია.
„Toyota Land Cruiser Prado“ - ს რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს მისი ექსტერიერის ახლებური, უფრო თანამედროვე და გამოკვეთილი სტილი, უფრო დახვეწილი, კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერის დიზაინი, გაუმჯობესებული დინამიური მაჩვენებლები და მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი შესაძლებლობები, როგორც ნორმალურ, ასევე უგზოობის პირობებში.
„Toyota Land Cruiser Prado“ -ს იღბლიან მფლობელს ავტომობილში დახვდება ახალი დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ 8-დიუიმიან Toyota Touch® 2 და „Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ 4.2-დიუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს.
წინა სავარძლის გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი - „ტოიოტას“ მძღოლსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.
„Toyota Land Cruiser Prado“ უგზოობის პირობებში შეუდარებელია! ამის მიზეზი კი რამდენიმე კომპონენტია: გამძლეობა, დეფორმაციისადმი მედეგობა, ჩარჩოიანი ძარის მეთოდით აგებული უნიკალური კონსტრუქცია და ინსტრუქციებისა და ტექნიკური მხარდაჭერის არაჩვეულებრივი კომბინაცია.
ახალი „Land Cruiser Prado“-ს უგზოობის პირობებში გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი Torsen Limited Slip (LSD).
ამ ყველგანმავალის Multi-terrain Select System (MTS) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა „AUTO Mode-ის“ (ავტომატური რეჟიმი) დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში და 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი „Crawl Control“ - ე.წ. ცოცვის ფუნქციით. ხოლო „Multi-terrain Monitor“ ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მარტო იატაკის ქვეშ ხედვისა („Underfloor View“) და წინა ხედვის („Front View Rotation“) როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული ხედვისა („Panoramic View“) და ფართო უკანა ხედვის („Wide Rear View“) ეკრანებსაც.
ლენდ კრუიზერ პრადოს მთლიანი სიგრძე 60 მმ-ით არის გაზრდილი 4,840 მმ-მდე. მას განსაკუთრებული მანევრულობა ახასიათებს, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია.
ახლებური დიზაინის მქონე კაპოტით, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და დამცავი ფარებით, „Toyota Land Cruiser Prado“ -ს წინა მხარე თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.
ახალი „Toyota Land Cruiser Prado“ ექსტერიერის ათ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მათგან ორი სრულიად ახალია - Midnight Emerald Blue („შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი“) და Avant-Garde Bronze metallic („ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი“).
ახალი „Toyota Land Cruiser Prado“ -ს ინტერიერი გვთავაზობს ინსტრუმენტთა პანელის შეცვლილ სტილს მძღოლის ინსტრუმენტთა და ცენტრალური მართვის პულტის ჩათვლით. მისი ფუნქციონირება გაუმჯობესებული, ხოლო მოპირკეთება - უფრო დახვეწილი და ყველგანმავალი მანქანის პრემიუმ ხარისხისათვის შესაფერისია.
უგზოობის პირობებში მოძრაობისას წინა მხარის ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დიუიმიანი ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი, გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი და გადაცემასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული პანელი.
განახლებულია საჭეც, რომელიც „Toyota Land Cruiser 200 (V8)“ მოდელების საჭეების მსგავსია.
ახალი „Toyota Land Cruiser Prado“-ს ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და „Premium Beige“, რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას აგვირგვინებს - „Silver Hairline“ მეტალისებური ტექსტურით დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის დამუშავებას და სრულიად ახალ მუქ ყავისფერ ხის მსგავს იერს ესადაგება.
თუმცა ბევრჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი (ახალი ავტომობილის შემთხვევაში კი უფრო ალბათ ერთხელ გამოცდილი) სჯობია. შესაბამისად ამ ლეგენდარული მანქანის თაყვანისმცემლებს ნამდვილად ვურჩევთ, მიმართონ ტოიოტას ოფიციციალურ დილერებს: ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრი თეგეტას და თავად გამოსცადონ ახალი „პრადოს“ ახალი შესაძლებლობები. ინფორმაცია დილერების შესახებ ხელმისაწვდომია ტოიოტას ოფიციალურ web-გვერდზე: www.toyota.ge .
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ისა და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მედიაში...
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsun...
Teslas da SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამბობს, რომ ის მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც დაახლოებით 5 წელიწადში ენების ...
კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს, რომ2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს. 21 საუკუნეში, როდესაც ვითარდება და ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, უმნიშვნელოვა...
სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით მამაცაშვილი სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა. ის პირველი ქართველია, ვისთანაც ჩიპის იმპლანტაცია განხორციელდა. "სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ გუ...
HUAWEI-ს ხსენებისას ყველას ფაქტობრივად ერთნაირი ასოციაცია უჩნდება - მაღალი ხარისხის სმარტფონები ნებისმიერი ინტერესის მქონე მომხმარებლისთვის. ამასთან ერთად, კომპანია მუდმივად აუმჯობესებს ისეთ პარამეტრე...
თუ თქვენი სმარტფონის გამოყენებისას გაქვთ დისკომფორტი და ხვდებით, რომ გაკლიათ გარკვეული ფუნქციები, რომლებიც გაგიადვილებდათ მუშაოების პროცესს; ან თუნდაც ტელეფონიდან ფოტოებისა და ფაილების გადატანა...
გასულ წელს, მსოფლიო ავტო ინდუსტრიის მიერ გამოქვეყნებული შედევრების შესწავლისას, ექსპერტებმა აშკარად ვერ დაადგინეს რაიმე შეზღუდვა მანქანების ფასებთან დაკავშირებით. ისინი ეცადნენ, 2018 წლის საუკეთ...
კომპანია HUAWEI აგრძელებს ინვესტიციების განახორციელებას EMUI-ს კვლევისა და განვითარების მიმართულებით, რათა მაქსიმალურად გააუმჯობესოს სისტემის შეუფერხებელი მუშაობა. სწორედ ამის, დასტუ...
9 აგვისტოს, დეველოპერების კონფერენციაზე, კომპანია HUAWEI-მ ახალი, მიკროკერნელზე დაფუძნებული, ოპერაციული სისტემა HarmonyOS წარადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემა არის ღია ...
ამერიკასა და კომპანია HUAWEI-ს შორის მიმდინარე მოვლენებზე, ვრცელი ინტერვიუ შედგა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ რენ ჟენგფეისა და ჩინურ მედიას შორის. Google-ის მიერ Android-ის ლიცენზიის ...
ხუთიათასამდე მედიაგაშუქება წარდგენიდან 6 საათში, HUAWEI P30 სერიის სმარტფონები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.„სმარტფონი რომელიც მომხმარებელს აძლევს ზუსტად იმას, რაც მას სჭირდება“. „ეს ა...
კომპანია HUAWEI-მ თავის მომხმარებელს სასიამოვნო სიახლე შესთავაზა. ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც შემთხვევით ან მოულოდნელად, შეიძლება დაგიზიანდეთ ტელეფონი, შეგექმნათ რაიმე პ...
კომპანია SpaceX-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე გასაფრენი ბილეთი 500 000 აშშ დოლარზე ნაკლები ეღირება, უკან დაბრუნება კი უფასოდ იქნება შესაძლებელი. ვარსკვლავური ხომ...
მერსედესებს შორის, ყველაზე მეტი ყურადღება რომ გელენ ვაგენს ეთმობა, ეს ავტო მოყვარულებისთვის უცხო არ უნდა იყოს. ბოლოსდაბოლოს, ის ხომ მერსედესის ფლაგმანია. გემოვნებაზე ყველაზე მეტს...
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები