2 2 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აბრაამ ლინკოლნი, როგორც საუკეთესო მოტივატორი

  აბრაამ ლინკოლნი აღიარებულია ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ ლიდერადრომელსაც განსაკუთრებილი პატივისცემით მოიხსენიებენ

   ლინკოლნის სახელი უკავშირდება აშშ-ის ისტორიაში უდიდეს შიდაპოლიტიკურ კრიზისს, 1861-65 წლების სამოქალაქო ომს. ლინკოლნმა, რომელიც პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი იყო, ომის მიუხედავად შეძლო შეენარჩუნებინა შტატების ერთობა და ბოლო მოეღო მონობისთვის. 

  “ჩემი აზრით, ლინკოლნი ამერიკელებში პოპულარობით სარგებლობს იმის გამო, რომ განასახიერებს იმას, რაც დღემდე მიგვაჩნია “ამერიკულ ოცნებად”. მან მწვერვალს მიაღწია უაღრესად მოკრძალებული პირობების მიუხედავად და ეს შეძლო საკუთარი ძალისხმევის შედეგად.  ის წარმატებული პრეზიდენტი იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე განხეთქილებით გამორჩეული კრიზისის დროს. და, რა თქმა უნდა, მისი დამსახურებაა ალბათ ყველაზე გამორჩეული ჟესტი - ადამიანის უფლებების დამკვიდრებისა და დაცვის თვალსაზრისით (ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას ამერიკის ისტორიაზე და შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაზეც) - მონების ემანსიპაცია”. ასე განმარტავს აშშ-ის რიგით მე-16 პრეზიდენტისადმი ამერიკელების განსაკუთრებული პატივისცემის მიზეზებს ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი, როდნი დევისი. 

  დევისის შეფასებით, მართვის სტილი, რომელიც აბრაამ ლინკოლნს ახასიათებდა, არ მოძველებულა, დღემდე შთამბეჭდავი და აქტუალურია. 

  “აუცილებელია ადამიანებთან საკმარისად კომუნიცირების უნარი. ლინკოლმა ეს უნარი გამოავლინა მთელი რიგი საჯარო მიმართვებით, რომელთაც თავისი პრეზიდენტობის წლებში აქვეყნებდა და რომლებითაც განმარტავდა თავის პოზიციას უთანხმოების გამომწვევი გარკვეული საკითხების შესახებ. დღეს კომუნიკაცია გაცილებით უფრო იოლია - შესაძლოა იმდენად იოლი, რომ ბანალურიც ხდება. მაგრამ ამისდა მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტს შეეძლოს ხალხთან კომუნიკაცია - თან ისე, რომ ადამიანებისთვის მისაღები იყოს”

  მაშ ასე, გთავაზობთ აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისუელ გამონათქვამებს..

  1.ისინი ვინც ადამიანებში ცუდს ეძებენ, აუცილებლად იპოვნიან.

  2.მომეცი 6 საათი ხის წასაქცევად და პირველ 4 საათს ნაჯახის ასალესად გამოვიყენებ.

  3. შენი მეგობარი ისაა, ვისაც იგივე მტერი ჰყავს, ვინც შენ.

  4. როგორ ფიქრობთ, არ ვანადგურებ ჩემს მტრებს იმით, რომ მე მათ ვიმეგობრებ?

  5.დარწმუნებული იყავი, რომ შენს ფეხებს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე შეგიძლია მყარად დადგე.

  6.ადამიანის ხასიათი ხეს წააგავს, რეპუტაცია კი ჩრდილს. ჩრდილი ისაა, რასაც ჩვენ მასზე ვფიქრობთ, ხე კი ნამდვილი რამ.

  7. მე არ ვიცი ვინ იყო ბაბუაჩემი. გაცილებით მეტად ის მაწუხებს ვიცოდე, თუ ვინ იქნება მისი შვილიშვილი.

  8.ნელი ნაბიჯებით დავდივარ, მაგრამ არასოდეს უკანსვლით.

  9.მოვემზადები და ერთ მშვენიერ დღეს ჩემი დროც დადგება.

 10. არასოდეს გამაჩნდა პოლიტიკა, უბრალოდ ვცდილობდი ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა.

 11. თუ ეს ყავაა, გთხოვთ იქნებ ჩაი მომიტანოთ; თუ ეს ჩაია, გთხოვთ ყავა მომართვათ.

 12. უმჯობესია მდუმარე იყოთ და ჩათვალონ რომ სულელი ხართ, ვიდრე დააღოთ პირი და მართლა სისულელეები წამოროშოთ.

 13. თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდა რომ კაცის ნამდვილი ხასიათი გამოსცადო, მას ძალაუფლება უნდა მისცე.

 14. ის, რომ ზოგიერთებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, იმას ამტკიცებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება.

 15. როცა კარგ რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს, ცუდად. ესაა ჩემი რელიგია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები