2 3 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

მაგთის IP ტელევიზია - განახლებული ინტერფეისი და 250-მდე რეიტინგული არხი

მიმღები მოწყობილობის განახლებული ინტერფეისი და მრავალფეროვანი კონტენტი - ასეთია მაგთის განახლებული IP ტელევიზია. 

კომპანიამ მომხმარებლების ინტერესების შესწავლის საფუძველზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა: მსოფლიოს წამყვან ტელესაკომუნიკაციო კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად, მთლიანად შეცვალა IP ტელევიზიის  პლატფორმა და მომხმარებლებს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიმღები მოწყობილობები (set top box) შესთავაზა, რაც გაცილებით უკეთესი ხარისხის მიღების საშუალებას იძლევა. 

უახლესი თაობის set top box მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებსა და ინტერესებზე. მოწყობილობის სამართავი პულტი ტელევიზორის პულტის ფუნქციასაც ითავსებს. განახლებულმა ინტერფეისმა ძიების, გადართვის, გადახვევის და დაპაუზების ფუნქციები უფრო მარტივი და მოქნილი გახადა.  გაფილტვრის და ნავიგაციის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს თემატიკის მიხედვით, კატეგორიებად დალაგებული არხები: ქართული, კინო, სპორტი,  შემეცნებითი, საინფორმაციო, გასართობი და სხვა. კატეგორია „ფავორიტში“ მომხმარებელს საშუალება აქვს განათავსოს ყველა ის არხი, რასაც ყველაზე ხშირად უყურებს. მიმზიდველია ენის არჩევის ფუნქციაც. 

IP ტელევიზიის მნიშვნელოვანი მახასიათებელია გადახვევა, რაც ასევე დაიხვეწა ახალი ინტერფეისის ფარგლებში. გადახვევისას შესაძლებელია სიჩქარის მატება, რეგულირება ან გადახვევა თარიღისა და საათის მითითებით. სოფტი საშუალებას იძლევა არა მხოლოდ კონკრეტულ საათზე, არამედ კონკრეტულ წუთზე და წამზე გადავახვიოთ მარტივად და.  რაც მთავარია ძალიან სწრაფად. 

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ისე გაგვემარტივებინა ინტერფეისი, რომ მომხმარებელს ზედმეტი ძალისხმევა არ დასჭირვებოდა  და არც დრო  დაეკარგა ახალთან შესაგუებლად. ეს მიზანი მიღწეულია“. - აცხადებენ მაგთიკომში. 

ინტერფეისის გარდა, ცვლილებები კონტენტის მიმართულებითაც განხორციელდა.  მაგთიკომმა IP ტელევიზიას 50-ზე მეტი ახალი ქართული და უცხოური არხი დაამატა.

„მაგთიკომმა მომხმარებელს 250-მდე მაღალრეიტინგული და სხვადასხვა შინაარსით გამორჩეული არხები შესთავაზა, რათა მომხმარებლების ყველა სეგმენტის მოთხოვნა გაგვეთვალისწინებინა. ცხადია, ეს პროცესი ერთჯერადი არ არის და ის მუდმივად განახლებადია.“ - აცხადებენ მაგთიკომში. 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტისა და IP ტელევიზიის ჩართვისას, მომხმარებელი მაგთისგან wifi მოწყობილობას იღებს, რაც სახლში ინტერნეტსიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები