1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მეკითხებოდა, ვიღაც ხომ მჭირდებოდა ისეთი, ვინც მომხედავდა, მიპატრონებდა" - შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ამხელს

POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. მირანდა ძირკვაძე მთავართან ყვება, რომ ტელეკომპანიაში სამსახურის დაწყების მიზნით, 2022 წელს მივიდა და CV-ის შევსება სურდა.

 

"ჩემი მოთხოვნა იყო იმ მომენტში მხოლოდ სტაჟირება, სტაჟირება დამეწყო. [...] როცა შევედი კაბინეტში და დავჯექი, რა თქმა უნდა, დავიწყე საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლა, ვუთხარი, რომ ესა და ეს ვარ, ბათუმიდან, ასეთი პრობლემით. [...] მეკითხებოდა "ტიკტოკი" თუ მქონდა, Facebook თუ მქონდა, მეკითხებოდა, რომ ბათუმიდან რომ ჩავიდოდი თბილისში ვიღაც ხომ მჭირდებოდა ისეთი, ვინც მომხედავდა, მიპატრონებდა და ასე შემდეგ, პასუხი იყო, რომ მე ოჯახი მყავს, რომელიც გვერდში დამიდგება. გასაუბრებიდან უკვე ვიცოდი, რომ მისი საუბარი სხვაგან წავიდა", - გვიყვება მირანდა ძირკვაძე.

 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები