1 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ყველა ბრალდებას მივიღებ, გარდა იმისა რომ…” – ძუძუთი კვებაზე გაკეთებული განცხადების გამო, ნანუკა გულუა განმარტებას აკეთებს

“ფორმულას” ეთერში გადაცემაში “ქალები” ნანუკა გულუამ განაცხადა, რომ მას არ მოსწონს, როცა მეძუძური დედები შვილებს ქუჩაში სხვების თანდასწრებით კვებავენ. ამის გამო ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ნანუკა გულუა კრიტიკოსებს ასე პასუხობს:

“ეს იუმორისტული გადაცემაა, ვხუმრობთ ყველაფერზე ჩვენზე,თქვენზე,თინეიჯერებზე,კაცებზე… ყველაფერზე… როგორც თქვენ ხუმრობთ ყველაზე და ყველაფერზე ზუსტად ისე… როცა საეთეროა და მონტაჟდება სხვანაირად აღიქმება და იკარგება ის იუმორით დამოკიდებულება რომელიც დევს და არანაირ ზიზღს არ შეიცავს… ყველანაირ ბრალდებას მივიღებ გარდა იმისა რომ ზიზღით შემიძლია ვინმეზე და მით უფრო თქვენზე ვისაუბრო… ყველაზე მეტად ვცდილობ არასოდეს ვატკინო გული ადამიანებს და არ გავაბრაზო… ამჯერად არ გამომივიდა…” – წერს ნანუკა გულუა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები