2 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეჭვია, რომ ადამიანების ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემm უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, თქვა:

“გუშინ გვქონდა 19 000 ჯავშანი და, დაახლოებით, 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ან არ ჩაიტარა აცრა. ამიტომ ჩვენს IT სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ გაუქმების მიზეზები რა იყო და ესეც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შეიძლება ეჭვი იყოს, ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. 

თუმცა, არის მეორე – რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, შეიძლება ადამიანები ინფიცირდებიან და შემდეგ აღარ მიდიან აცრებზე. ან მესამე მიზეზი, მაგალითად, დაჯავშნილი ჰქონდათ Sinopharm-ზე, შემდეგ გადაჯავშნეს Pfizer-ზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები