საზოგადოება
საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა
2024-07-16 17:14:44
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მათივე თქმით, 2 წლამდე ბავშვი ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები