0 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,რკინის ტრუბა ჩაარტყეს თავში, დედამთილს ცალკე გუდავდნენ.. " - მკვლელობა ხაშურში

ჩამოტვირთვა

ხაშურში ცივი იარაღით 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტსა და შურისძიებას უკავშირდება.

მამაკაცს კონფლიქტი, სავარაუდოდ, მისი ყოფილი რძლის ახალ ქმართან მოუვიდა. ცოტა ხნის წინ ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ბუზიაშვილების ოჯახის თქმით, კონფლიქტი მათ ოჯახში მოხდა. მათი განცხადებით, მათთან გუშინ ღამე უცხო მამაკაცი მივიდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი შვილი სტუმრებთან შესახვედრად გავიდა. რის შემდეგაც მას ოთხმა მამაკაცმა ცემა დაუწყო.

ოჯახის ინფორმაციით, ოთხივე მამაკაცი მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ჭრილობები მიაყენეს.

„გავიგონე საწოლში ხმა, რას ელაპარაკები ამდენს, მოკალი, ვიღაცამ თავში რკინა დაარტყა. დედამთილს ცალკე გუდავდნენ, მე ვეგონე, ალბათ. მაზლს რკინა ურტყეს თავში. ჩემს ქმარს ცემდნენ, თავი გადაუპეს,“- განაცხადა ნინო ამყოლაძემ.

მისი თქმით, ყოფილი მაზლი უკმაყოფილო იყო, რადგან ქმარს გაშორდა და სხვაზე დაქორწინდა.

"მაზლი ვერ მპატიობდა, რომ მე გავშორდი და მერე გავთხოვდი. მაზლი მემუქრებოდა, ქმარი პირიქით მეუბნებოდა, წადი იყავი ბედნიერიო,"- აღნიშნა ამყოლაძემ. 
სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილები არიან ძმები ბუზიაშვილები, ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან.

„შვილები დანით მიჩეხეს,“- აცხადებს გოგოს დედამთილი, ეთერ ნოზაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები