0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ხაშურში მამაკაცი მოკლეს - დაჭრილია კიდევ 2 ადამიანი

ხაშურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი კი დაჭრილია. სისხლიანი გარჩევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ რძალთან სახლში, თანმხლებ პირებთან ერთად სავარაუდოდ შურისძიების მიზნით მივიდა, სადაც მას ყოფილი რძლის ქმარი და მისი ძმა დახვდნენ. მხარეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. 

როგორც ირკვევა ჩხუბის დროს ორივე მხარემ ბლაგვი საგნები და ცივი იარაღიც გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად, ყოფილი რძლის სახლში მისული ყოფილი მაზლი გარდაიცვალა, ხოლო ამჟამინდელი ქმარი და ძმა დაჭრილები არიან და საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 

როგორც შსს-ში განაცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები