0 5 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

„თავისუფლების მოედანთან“ ახალგაზრდების დაჭრაში ბრალდებულები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი - 2000 წელს დაბადებული თ.ე. და ასევე 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 1 მაისს თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1999 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები