0 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ჩატაევის ცხედრის ფოტომასალა და კადრები, სადაც კიდევ ერთი ტერორისტის ლიკვიდაციაა ასახული

ახმედ ჩატაევი ლიკვიდირებულია. "კურიერმა" ექსკლუზიური ფოტო მოიპვა,სადაც ლიკვიდირებული ჩატაევია ასახული. ასევე ფოტოზე ჩანს მისი ფეხის პროტეზიც. გარდა აღნიშნული ფოტომასალისა, „კურიერმა“ ექსკლუზიური ვიდეომასალაც მოიპოვა, სადაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ტერორიზმში ერთ-ერთი ბრალდებულის ლიკვიდაციაა ასახული. 

კადრებში ჩანს, რომ ნაქირავები ბინის სადარბაზოდან თავდამსხმელი ავტომატით ხელში გამორბის და ისვრის. ის სპეცრაზმის ალყაშია მოქცეული. მისი სამიზნე იმ მომენტში კორპუსის წინ მდგარი პოლიციის ჯავშანმანქანაა. რამდენიმე წამში ის ძირს ეცემა. სავარაუდოდ მას სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვია ხვდება.  თავდამსხმელის ლიკვიდაციიდან რამდენიმე წამში, მას ხელყუმბარა უფეთქდება.

ვიდეო-მასალიდან ირკვევა, რომ სროლა ორმხრივი და ინტენსიური იყო. ჩანაწერი, რომელიც სპეცოპერაციის მთავარ ნაწილს ასახავს 11-წუთიანია.

ვიდეომასალა „კურიერს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიაწოდა. მისი ინფორმაციით ის  მთელი სპეცოპერაციის უშუალო თვითმხილველია. წყარო ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ტერორისტი ლიკვიდაციიდან მალევე სახლში დარჩენილმა ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა თავი აიფეთქეს. მისივე ცნობით აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტალღამ ერთ-ერთი გარეთ გადააგდო.

ლიკვიდირებულთა ვინაობას გამოძიება ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მათგანი აჰმედ ჩატაევია. როგორ შემოვიდა რამდენიმე ქვეყნის ძებნილი ცალხელა ახმედა საქართველოში ეს ახლა მთავარი კითხვაა.

„კურიერის“ სანდო წყაროს ინფორმაციით ახმედ ჩატაევი დაცვის წევრებთან ერთად ქვეყანაში რამდენიმე თვის წინ შემოვიდა. მას შემდეგ რაც სტამბულის ათათურქისაეროპორტში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ცალხელა ახმედს დააკისრეს. ჩატაევის საქართველოში შემოსვლაზე ინფორმირებული იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათთვის ცნობილი იყო იმ ბინის არსებობის შესახებ რომელიც ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს თბილისის ბერი სალოსის ქუჩაზე ჰქონდათ ნაქირავები.

ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციამდე თბილისში იმყოფებოდნენ ახმედ ჩატაევის მეუღლე და შვილი. ისინი სახლიდან სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიყვანეს.


ვიდეოკადრები: http://rustavi2.ge/ka/news/90748

კომენტარები

მსგავსი სიახლეები