0 7 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მე უსახელო ქურდი ვარ, ქურდები მიცნობენ ძმაო...ამა და ამ დროს მოიტან..."

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ვ., გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისში არასრულწლოვანს მობილური ტელეფონი გამოართვა, ლომბარდში ჩააბარა, ხოლო მის გამოსატანად თანხა აღარ გადაიხადა. არასრულწლოვანმა გადაწყვიტა, ლომბარდიდან თავად გამოეტანა ტელეფონი. აღნიშნულის შესახებ შეიტყო ნ.ვ.-მ, მივიდა არასრულწლოვანთან და თანხა გამოართვა.ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის სექტემბერში ამავე არასრულწლოვანს კვლავ მიაკითხა და ძალადობის მუქარით, გარკვეული თანხა მოსთხოვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა მომხდარის თაობაზე მამას აცნობა. მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ნ.ვ. არასრულწლოვნის მამას დაუკავშირდა და მისი და მისი შვილის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით, გარკვეული თანხის მიტანა მოსთხოვა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.სამართალდამცველებმა ნ.ვ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის პირველი ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები