2 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვიდეოკადრები - დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული თავდასხმამდე სპორტდარბაზშია დაფიქსირებული

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გაქცეული პატიმრის საქმეზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა. უკვე ერთი კვირაა გიორგი მღებრიშვილის უწყება არ პასუხობს, თუ როგორ მოახერხა მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა ერთ-ერთი ყველაზე დაცული ტერიტორიიდან მიმალვა.

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაქცეული პატიმრის, ბექა კირვალიძის დედა, ლია ბეჟაშვილი პირველ კომენტარს ”კურიერთან” აკეთებს. იგი აღნიშნავს, მისი შვილის გაქცევის არ სჯერა. ბეჟაშვილი ვარაუდობს, რომ შსს პატიმარ კირვალიძის გაქცევის საქმეზე მიზანიმამართულად დუმს.

გაქცეული პატიმრის დედა საგამოძიებო უწყებას მისი შვილის ადგილსამყოფელის დაუყონებლივ დადგენას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებს. კირვალიძის ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულს გაქცევაში თავად პოლიციელები დაეხმარნენ.

”კურიერის“ მიერ მოპოვებული ვიდეომასალის მიხედვით, დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ზურა ქუთელია, როსტომაშვილზე თავდასხმამდე 20 წუთით ადრე ერთ-ერთ სპორტდარბაზშია დაფიქსირებული. ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება ამტკიცებს, რომ ქუთელიამ 20 წუთში სპორტდარბაზიდან გამოსვლა, სახლში მისვლა, ტანსაცმლის გამოცვლა, ეზოში მეგობრებთან საუბარი, თავდასხმის ადგილამდე მისვლა და დავით როსტომაშვილის ცემა მოახერხა.

ზურაბ ქუთელიას საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე კვირაში გაიმართება. სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატების ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საერთოდ არ დევს.

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა ეტაპზეა პოლიციელების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება. „კურიერის“ ინფორმაციით პოლიციელები, რომლებსაც პატიმარი გაექცათ, ისევ თანამდებობაზე რჩებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები