2 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიზნესმენის გატაცების კიდევ ერთი ფაქტი

ჩამოტვირთვა

ბიზნესმენის გატაცების კიდევ ერთი ფაქტი - კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ სვეტის დამფუძნებლის გატაცებაში ბრალდებულმა პირებმა 10 თვის წინ ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის ოჯახის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი გაიტაცეს.

საუბარია სამშენებლო კომპანია კიდ არქიტექტურის დამფუძნებელ ნიკაშავიშვილზე. როგორც კურიერისთვის ხდება ცნობილი, გამოძიება ამ საქმეზე უკვე 10 თვეა მიმდინარეობს.


ნიკა შავიშვილმა მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია სამართალდამცავებს გუშინ კიდევ ერთხელ მიაწოდა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოიკითხა.


შავიშვილი ჰყვება, რომ მის გატაცებაშიც სავარაუდოდ ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებიც კომპანია სვეტის დამფუძნებლის გია ჯიბლაძის გატაცებაში მონაწილეობდნენ. მისივე ინფორმაციით, გატაცება თბილისის ცენტრიდან მოხდა. 


ნიკოლოზ შავიშვილი მომხდარის სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.


„მე ვადასტურებ შარშან, 2016 წლის 21 მაისს ჩემი გატაცების ფაქტს, რომელშიც მონაწილეობდა რამდენიმე იმ პირებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ, როგორც მე ვიცი ბატონი გია ჯიბლაძის გატაცებაში. ამ ეტაპზე მე ამით შემოვიფარგლები,“ - განაცხადა ნიკა შავიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები