1 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკვე მეთექვსმეტედ - საცხებ-საპოხი მასალების კომპანია Shell მსოფლიო გამარჯვებას აღნიშნავს

 

უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია Shell ლიდერის პოზიციას არ თმობს და საუკეთესო საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად უკვე მეთექვსმეტედ სახელდება. 

ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს საკონსულტაციო კომპანია Kline & Company, Inc, რომელსაც ქიმიკატების, ენერგორესურსებისა და ფართო მოხმარების საქონლის კვლევების მიმართულებით 64-წლიანი გამოცდილება აქვს. ავტორიტეტული კომპანიის კვლევის მიხედვით, Shell პირველ ადგილს ინარჩუნებს საცხებ-საპოხი მასალების სამივე კატეგორიაში. ესენია: ინდუსტრიული სექტორისთვის, სამომხმარებლო და კომერციული ტრანსპორტისთვის. 

მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიური დილერი საქართველოში,„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაTranscaucasian Distribution Company უკვე 13 წელია, Shell-ის პროდუქციით, ქართულ ბაზართან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ამარაგებს. 

გიორგი ყვავილაშვილი, Transcaucasian Distribution Company-ს დირექტორი: „დიდი ხანია Shell პირველობას არავის უთმობს, მაღალ ხარისხსაცინარჩუნებს და მომხმარებელს საუკეთესო პროდუქციასაც სთავაზობს. წინა წელს ამიერკავკასიის მასშტაბით Shell-ის ბრენდისპროდუქციის რეალიზაციის კუთხით ისტორიულ რეკორდს მივაღწიეთ და სამ მილიონ ლიტრს გადავაჭარბეთ“. 

Shell-ის შემოსავლები გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით შთამბეჭდავი იყო. საერთო ჯამში, კომპანიამ 40 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.

ბრიტანული კომპანია პრემიუმ ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს როგორც ინდუსტრიული სექტორისთვის, ისე სამომხმარებლო და კომერციული ტრანსპორტისთვის. Shell იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2019 წელს E-fluids-ების (ელექტრომობილებისთვისგანკუთვნილი სითხეები) პორტფოლიო გამოუშვა. ასევე პირველმა დაიწყო უნიკალური Gas To Liquids (GTL) ტექნოლოგიის გამოყენება საწვავისა და საბაზისო ზეთის წარმოებაში. GTL ტექნოლოგიით ზეთების წარმოების პროცესს Shell PurePlus Technology დაერქვა.

გიორგი ყვავილაშვილი, Transcaucasian Distribution Company-ს დირექტორი: „ამ ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია იცავს და ხელს უწყობს ძრავის სისუფთავეს, უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებს. გარდა ამისა, ხელს უწყობს საწვავის ეკონომიურ მოხმარებას. GTL ტექნოლოგიის გამოყენებით Shell ბუნებრივ აირს უმაღლესი ხარისხის თხევად საბაზისო ზეთად გარდაქმნის, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები საბაზისო ზეთს ნედლი ნავთობისგან ამზადებენ“. 

გასულ წელს Shell-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 24%-ით გაიზარდა და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიად აქცევს. 

Shell გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერი მწარმოებლების ტექნიკური პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport. 

ანა იობიძე, Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი: „Shell-ს ენდობიან სუპერქარები, შესაბამისად, მას შეიძლება, ენდოს ნებისმიერი მძღოლი. როგორც იცით, Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანიგუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც იყენებს და რეკომენდაციას უწევს, არის სწორედ Shell Helix Ultra, დამზადებული GTL ტექნოლოგიით. აღსანიშნავია, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა,საწვავის მწარმოებელიც არის. მის საწვავს, Shell V-Power-ს, მოიხმარენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari“. 

ბრიტანული მწარმოებელი, რომლის საქმიანობაც საუკუნეზე მეტს ითვლის, ერთ-ერთი პირველი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლისთვისაც გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის წარმოადგენდეს ისეთ ენერგობიზნესს, რომელსაც ნახშირბადის ნულოვანი ემისია ექნება. გარდა ამისა, კომპანია ქმნის ეკომეგობრულ, ბიოდეგრადირებად შეფუთვებს და ქარხნებში განახლებად რესურსებს იყენებს.

ბრენდის რეპუტაციიდან და ხარისხიდან გამომდინარე, Shell-ის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. TDC-ის დირექტორის თქმით, 2022 წელს Shell-ის ზეთები რეკორდული რაოდენობით გაიყიდა როგორც საქართველოში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში. უკვე დაგეგმილია გავრცელების ქსელის გაფართოებაც და სამომავლოდ TDC ბრიტანული ბრენდის პროდუქციის წარდგენას ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც აპირებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები