თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
„თეგეტა მოტორსი“ სატვირთოებისა და მიკროავტობუსების ტექნიკურ მომსახურებაზე წლებია ზრუნავს. უახლეს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ფილიალებში ნებისმიერი სერვისის მიღებაა შესაძლებელი. ამასთან ერთად, კომპანიამ ახალი სერვისი - მობილური ჯგუფების მომსახურება დანერგა.
„თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფების დახმარებით სატვირთოებისა და მიკროავტობუსის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ, სერვისცენტრში მისვლის გარეშე, ადგილზე გამოძახებით მიიღონ კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურება. ამ ყველაფერთან ერთად კი, ყველა იმ საგარანტიო პირობითად თუ შეთავაზებით ისარგებლონ, რისი მიღებაც სერვისცენტრში მისვლის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.
მობილური ჯგუფების მომსახურება საგრძნობლად ამცირებს სატვირთო ავტომობილის შეკეთების დროს, ხარჯებსა და იმ შესაძლო დანაკარგებს, რაც გაფუჭებულმა, გაჩერებულმა ტრანსპორტმა შეიძლება გამოიწვიოს.
„თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფები ამ ეტაპზე მომხმარებელს აკუმულატორისა და საბურავის შეცვლის სერვისს სთავაზობენ. კომპანია უახლოეს პერიოდში სერვისების სპექტრის გაფართოებას გეგმავს.
მიხეილ ვაშაკიძე, „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების მიმართულების ხელმძღვანელი: „სატვირთოებისა და მიკროავტობუსების სერვისი „თეგეტა მოტორსისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გვსურს, მოვერგოთ ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლების საჭიროებებს და დავეხმაროთ მათ ბიზნესის უწყვეტობაში. სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა, შეგვექმნა მობილური ჯგუფები და სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ მობილური ჯგუფები სრულად აღვჭურვოთ ყველა საჭირო დანადგარით, რაც ადგილზე მომსახურებისთვის იქნება საჭირო. მომავალი წლის დასაწყისში ვფიქრობთ, დავამატოთ სავალი ნაწილისა და ელექტროდაზიანებების მიმართულება. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ და დაწყებული გვაქვს მობილური ჯგუფების ავტომობილების დაკომპლექტება საჭირო ინსტრუმენტებითა და დანადგარებით. მასშტაბურად ვგეგმავთ, რომ ეს ნიშა შევავსოთ და შევძლოთ, ყველა ის პრობლემა მოვაგვაროთ, რაც შეიძლება გადაადგილებისთვის ხელშემშლელი იყოს და სატვირთოებისა თუ მიკროავტობუსების გამართულ მუშაობას აფერხებდეს“.
„თეგეტა მოტორსში“ ამ ეტაპზე მუდმივ მზადყოფნაშია 5 მობილური ჯგუფი, რომელთა გამოძახებაც თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში და აღნიშნული ქალაქების შემოგარენშია შესაძლებელი. მობილური ჯგუფების გამოძახება თბილისის მასშტაბით სრულიად უფასოა.
მობილურ ჯგუფებთან ერთად, „თეგეტა მოტორსი“ კორპორაციულ და საცალო მომხმარებელს სატვირთო ავტომობილების მომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს დიაგნოსტირებასა და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით. სატვირთო ავტომობილებზე გამოცდილი და კვალიფიციური მექანიკოსების გუნდი ზრუნავს, რომლის წევრებიც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით არიან სერტიფიცირებული.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები