1 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სანერვიულო არაფერია - თიბისი დაზღვევა

სანერვიულო არაფერია, თუ იმას აპირებ, რაც გულზე გეხატება, თუ ჩიტი ბრდღვნად ღირს, ან თუნდაც, ერთი სული გაქვს დრო მოვიდეს - ეს თიბისი დაზღვევის ახალი საიმიჯო კამპანიის მოტივია.

 

კამპანიის მთავარი რგოლი მხატვრულად გაცოცხლებული ქართული იდიომების კოლაჟს წარმოადგენს, რომელშიც თითოეული ნამუშევარი სხვდასხვა ქართველ არტისტსა და სტუდიას ეკუთვნის.

 

ეს იდიომები დიდ მიზნებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თუ ცხოვრების მაქსიმალურად შერგების მძაფრ სურვილის აღწერენ. იდიომა ხომ სწორედ იმ დროს ჩნდება, როცა სიტყვებს ვერ ვუძებნით ძლიერ სურვილებსა თუ აღფრთოვანებებს, რომლებიც ჩვენში შემოაღწევს ხოლმე და მოსვენებას არ გვაძლევს, რაღაცის შექმნის, ახალი გამოცდილების მიღებისა და, რაც მთავარია, პროგრესის სურვილს გვიასმაგებს.

 

https://youtu.be/2aJ33ZvNnwE

 

თუ ცხოვრებისგან მეტის მიღება გსურს, დიდი გზის გავლა მოგიწევს, რომელზეც უამრავი მოულოდნელი უსიამოვნება შეიძლება შეგხვდეს, თუმცა თუ შენი მიზნისთვის ჩიტი ბრდღვნად ღირს და იცი საით მიდიხარ, მაშინ სანერვიულო არაფერია.

 

სადაზღვევო კომპანიის უმთავრესი ამოცანაც ხომ სწორედ ეს არის, ცხოვრებაში შეფერხებებისგან დაგაზღვიოს, შეგარგოს ყოველდღიურობა, საჭირო მომენტში გითხრას, რომ „სანერვიულო არაფერია“ და, ამგვარად, გზის გაგრძელების საშუალება და მოტივაცია მოგცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები