1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია Pallecarte ექსპორტზე გადის

საქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით თბილისს ქართული წარმოების მამაკაცის ტანსაცმლის ახალი ბრენდი შეემატა. პროექტის ჯამური ღირებულება 120 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 40 000 ლარს შეადგენს.

“Pallecarte მომხმარებელს მამაკაცის ტანსაცმელსა და აქსესუარებს სთავაზობს. ასევე, რამდენიმე კვირაა, რაც მაღაზიას ფეხსაცმელების კოლექცია შეემატა. საქართველოში თუ საზღვარგარეთ, მიუხედავად დიდი ინტერესისა, მამაკაცის ტანსაცმლის არჩევანი შეზღუდულია. სწორედ აქედან გაჩნდა იდეაც - გაგვეკეთებინა მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზია, სადაც იქნებოდა კლასიკურ-ყოველდღიური სტილი (ე.წ. Casual Elegance).  ჩვენს პროდუქციას ელეგანტურობასთან ერთად აქვს ის კომფორტი, რაც ყოველდღიურ სამოსს ახასიათებს. ამ იდეის განხორციელებაში ჩვენი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი - საქართველოს ბანკი დაგვეხმარა. კომპანიამ ბანკის ფინანსური რესურსით ქსოვილები, საკერავი მანქანები და სხვადასხვა საჭირო მასალა შეიძინა. სამომავლოდ ვგეგმავთ ახალი კოლექციის დამატებას, როგორც არჩევანში, ასევე რაოდენობაში. მაღაზიასთან ერთად ასევე ფუნქციონირებს სამკერვალო სალონი, რომელიც კოლექციების გარდა მომხმარებელს, სასურველი ქსოვილისა და მასალებისგან სამოსის შეკვეთას სთავაზობს. ვფიქრობთ გავიდეთ ექსპორტზეც, რადგან ჩვენი სამოსის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს ყაზახეთთან და გერმანიასთან,” - განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა, უჩა ხმიადაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები