გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
|
ვოლვო - ბრენდი, რომელიც განსაკუთრებული უსაფრთხოებით გამოირჩევა წლიდან წლამდე საკუთარ მიღწევებს აუმჯობესებს და ახალი გამოგონებებით მომხმარებელის ნდობასაც აორმაგებს. უსაფრთხოების ღვედისა და მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების საბავშვო სავარძლის შემდეგ, რომლებმაც მილიონობით სიცოცხლე იხსნა, სრულიად ლოგიკურია, რომ მსოფლიოში პირველად, ინტერიერის დაცულობის სისტემაზეც სწორედ სკანდინავიური ბრენდის ინჟინრებმა იმუშავეს.
ეს არის უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილი რადარი, რომელიც ყველაზე სენსიტიურ მოქმედებაზე, მძინარე ახალშობილის მოძრაობასა და სუნთქვაზეც კი რეაგირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სისტემის წყალობით უსაფრთხოების დონე ვოლვოს ავტომობილებში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს.
ახალი, ექსკლუზიური გამოგონება თავდაპირველად სრულად ელექტროფიცირებულ SUV Volvo EX90-ში დამონტაჟდება. ეს მოდელი 9 ნოემბერს გამოვა. მოგვიანებით, ანალოგიური რადარით აღიჭურვება ვოლვოს სხვა მოდელებიც.
ოფიციალური სტატისტიკით, შეერთებულ შტატებში 1998 წლის შემდეგ, ავტომობილში ხანგრძლივი დროით, უყურადღებოდ დატოვებული 900 ბავშვი გარდაიცვალა. მძიმეა სტატისტიკა შინაური ცხოველების შემთხვევაშიც. ვოლვო ქარსში აცხადებენ, რომ ახალი გამოგონებით მსგავსი შემთხვევების რისკი ნულამდე მცირდება. სისტემა, რომელიც მინიმალურ მოძრაობასა და ხმაურზე რეაგირებს, სრულად დაფარავს ინტერიერს, საბარგულის ჩათვლით.
„ჩვენ ყოველთვის ლიდერები ვიყავით უსაფრთხოებაში. გვინდა, მომავალშიც საავტომობილო ინდუსტრიაში დაცულობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი შევქმნათ და ამით ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა გავაგრძელოთ“, - ამბობს ლოტა იაკობსონი, ვოლვო ქარსის უფროსი ტექნიკური სპეციალისტი ტრავმების პრევენციაში.
სპეციალური სენსორი ავტომანქანაში რამდენიმე ადგილას არის იტეგრირებული. გამაფრთხილებელი სიგნალი კი მანქანის დაკეტვისას ამოქმედდება. ავტომობილი არ ჩაიკეტება და საგანგებო შეტყობინებას მძღოლი ცენტრალურ ეკრანზე მიიღებს.
სრული დაცულობისთვის ინოვაციური გამოგონება კლიმატ კონტროლის სისტემის ამოქმედებასაც ითვალისწინებს. სისტემა ჩართული დარჩება თუ სენსორი ავტომობილში ობიექტს დააფიქსირებს.
" უახლესი განვითარებული ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ დაგეხმარებით, რომ არაფერი დაგრჩეთ უყურადღებოდ. დაგეხმარებით, რომ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი შემთხვევითი ქმედება, რამაც შესაძლოა სამწუხარო შედეგი გამოიწვიოს“, - ამბობს ლოტა იაკობსონი.
ვოლვო ქარსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საავტომობილო ავტომწარმოებელია. შვედურ ბრენდს არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონება უკავშირდება.
პირველი იყო უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ვოლვოს ინჟინერმა 1959 წელს შექმნა და მისი პატენტი მსოფლიოს უსასყიდლოდ გადასცა, რამაც დღემდე მილიონობით სიცოცხლე გადაარჩნა. ამის შემდეგ იყო მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების ბავშვის სავარძელი, რომლის სწორად დამონტაჟების შემთხვევაშიც, მცირეწლოვანი, ავარიის შემთხვევაში, ბევრად უფრო დაცულია.
***
შვედურ ბრენდს საქართველოში "თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია "ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან წარმოადგენს. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვისძრავიანი უახლესი მოდელები.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები