გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
|
ლიტერატურული პრემია "საბასთვის" წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 20 წლის წინ პოეტმა რატი ამაღლობელმა და თიბისი ბანკმა კონკურსი ერთად დაარსეს.
საიუბილეო ცერემონია გაიმართება 21 სექტემბერს, 22:00 საათზე ფუნიკულიორზე, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
2022 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. წელს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი, რომელიც ჟიურიმ უკვე განიხილა და 8 ნომინაციაში ფინალისტების სიაც ცნობილია.
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
1. თემო რეხვიაშვილი, „კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
2. კოკა ქამუშაძე, „ბალა(ნ)და” (სულაკაურის გამომცემლობა)
3. მაგდა კალანდაძე, „მეორე ოთახი“ (დიოგენე)
4. მინდია არაბული, „ყოველი ამბის დასასრული“ (დიოგენე)
5. მარიამ გურგენიშვილი, „მარგალიტები“ (პალიტრა L)
6. ლელა კურტანიძე, „მელატონინი“ (ინტელექტი)
7. გიორგი კახიშვილი, სოფოკლეს „ტრაქისელი ქალები“ (ლოგოსი)
8. თორნიკე სიბაშვილი, „დეტექტივი“ (კალმოსანი)
9. დავით ჯიშკარიანი, „ბუცები და ტყავის ჩექმა“ (ზიარი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
1. ზაზა აბზიანიძე, „ალექსანდრე ყაზბეგი“ (პეგასი)
2. ნუგეშა გაგნიძე, „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ (არტანუჯი)
3. მაკა ლდოკონენი, „რა ვიკითხოთ ერთად“ (ინტელექტი)
4. დავით მაზიაშვილი, „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“ (24 საათი)
წლის საუკეთესო პიესა
1. თამარ ბართაია, „Zoia. Guest House. ზოია. საოჯახო სასტუმრო.“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)
2. მანანა დოიაშვილი, „მეცამეტე თვე“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)
3. ბასა ჯანიკაშვილი, „ნინოს ბედნიერება“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო ესესიტიკა და დოკუმენტური პროზა
1. ლანა ღოღობერიძე, „ვისთვის გალობს შაშვი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
2. რუსუდან გორგილაძე, „დიქტატურის გემო“ (სეზან ფაბლიშინგი)
3. გაგა ნახუცრიშვილი, „კინო „ყაზბეგი““ (ინტელექტი)
4. მალხაზ ხარბედია, „წიგნის ნადიმები - ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე“ (ვაზი)
5. გიორგი ჭეიშვილი, „ტფილისის ღამის რაინდები (ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა)“ (არტანუჯი)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
1. ბესო სოლომანაშვილი, „სხვისი კინო“ (სულაკაურის გამომცემლობა)
2. რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), „მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L)
3. დათია ბადალაშვილი, „ლეკვების სამოთხე“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
1. ლია სტურუა, „ვაგრძელებ თამაშს?!“ (ინტელექტი)
2. ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“ (ინტელექტი)
3. პაატა შამუგია, „არგადარჩენა“ (ინტელექტი)
4. ეთერ თათარაიძე, „ალალ იყვიდ, უშურო“ (უნივერსალი)
5. ნიკა ჯორჯანელი, „ნეტფლიქსი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
6. ბექა ახალაია, „მგელი მაჯაზე“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო რომანი
1. არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა)
2. ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე)
3. გიორგი ხარაიშვილი, „ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი“ (პალიტრა L)
4. ილია ჭანტურია, „გემი დავლანდე“ (არტანუჯი)
წლის საუკეთესო ქართული თარგმანი
1. მაია ბადრიძე, რობერტ მუზილის „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ (დიოგენე)
2. კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ (ინტელექტი)
3. დალი იაშვილი, მარსელ პრუსტის „შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ (არტანუჯი)
4. დავით კაკაბაძე, არტურ შნიცლერის „კაზანოვას დაბრუნება“ (სეზან ფაბლიშინგი)
5. ლანა კალანდია, ხავიერ მარიასის „ბერტა ისლა“ (ინტელექტი)
6. გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი: წიგნი მეორე“, (სულაკაურის გამომცემლობა)
7. ნათია მერებაშვილი და მარიამ წიკლაური, იოჰან ლუდვიგ რუნებერგის „მედროშე სტოლის ნაამბობი” (MTP)
8. მაია ფანჯიკიძე, პეტერ ჰანდკეს „მორავული ღამე“ (ინტელექტი)
9. თაკო ჭილაძე, ჰენრი ფილდინგის „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი“ (არტანუჯი)
10. ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, პიტერ კერის „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ (დიოგენე)
11. პაატა ჯავახიშვილი, მატიას ენარის „კომპასი“ (დიოგენე)
12. თამარ ჯაფარიძე, ბერნარდინ ევარისტოს „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი” (პალიტრა L)
წელს, უკვე მეორედ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორის გამჭირვალობა - საქართველოსთან“ თანამშრომლობით გაიცემა.
დაელოდეთ, მე-20 „საბას“ 21 სექტემბერს, 22:00 საათზე, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, საბასა და თიბისის Facebook გვერდებზე.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
კომენტარები