გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
|
საქართველოს ბანკი მსხვილი პროექტების განხორციელებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ერთობლივი პარტნიორობის შედეგად ერევანში 252 მეტრი სიგრძისა და 30 მეტრი სიგანის, რთული კონსტრუქციის, პალალელური სახიდე ნაგებობის მშენებლობა წარმატებით დასრულდა. პროექტის ჯამური ოდენობა 13 500 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
„კავკასუს როუდ პროჯექტი“ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების, მიდგომების დანერგვას და ქართულ ბაზარზე წამყვან კომპანიად რჩევა. ამასთან, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც საერთაშორისო კომპანია, ჩავერთოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროექტებში. სწორედ ასეთი პროექტია ერევანში პალალელური სახიდე ნაგებობა. პროექტის სირთულიდან გამომდინარე 2-მა იტალიურმა კომპანიამ ვერ შეძლო მისი განხორხიელება, თუმცა ჩვენ ეს გამოწვევად მივიღეთ და პროექტი წარმატებითაც განვახორციელეთ. აღსანიშნავია, რომ პროექტში დასაქმებული იყო 70 ადამიანი. მათი 95%- ი კი სწორედ ქართველი სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული. ჩვენ ამ პროექტით არ ვჩერდებით და ვფიქრობთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშობას, თუმცა ბუნებრივია, აქტიურად ვრჩებით ადგილორივ ბაზარზეც“,- განაცხადა „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა, პაატა ტრაპაიძემ.
„მოხარული ვართ რომ ბანკისა და „კავკასუს როუდ პროჯექტის“ თანამშრომლობით პროექტები არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც წარმატებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გზების მშენებლობის სფეროში საქართველოში ერთერთი მსხვილი კომპანიაა. ის 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წელში დარგის ერთერთ ლიდერად იქცა. კომპანიამ შეძლო ერევანში საკმაოდ დიდი სირთულის მქონდე პროექტის წარმატებით დასრულება. ეს კი მიიღწევა თავდაუზოგავი შრომით, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებითა და მაღალკვალიფიციური კადრებით. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმებში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გვერდით დგომას, რადგან გვჯერა რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“,- განაცხადა ვალერი ნარსიამ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ.
ინფორმაციისთვის, „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გზების მშენებლობის სფეროში საქართველოში ერთერთი მსხვილი კომპანიაა, რომლის წარმატებაც დაფუძნებულია ევროპული მოწინავე კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. მშენებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციაც, რომელთა მომზადება განხორციელდა გერმანული კომპანიების SSF Inginieure, BBB GmbH, Strabag, Heilit-Woerner-ის მიერ. კომპანიას განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორიცაა: სატრანსპორტო კვანძები გმირთა მოედანზე; აეროდრომის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი მესტიაში; ანაკლია განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე; ჰესის მშენებლობა მუხურში; 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია; ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა და სხვა პროექტები. ამ ეტაპზე კი კომპანია საქართველოში 2 მიმდინარე პროექტს ახორციელებს ესენია: 1. გომი - საჩხერე - ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზის დამეწყრილი 16 უბნის რეაბილიტაცია და 2. აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე, მდინარე რიონზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
კომენტარები