2 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ზრუნვა, როგორც გზა ერთიანობისკენ - „თეგეტა ჰოლდინგი“ HR სამიტზე

 

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს შატო მუხრანში HR ბიზნესსამიტი 2022 გაიმართა. წელს შეხვედრის მთავარი თემა HR ტრანსფორმაცია იყო.

სამიტის მონაწილეებს „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, ნინო ოხანაშვილმა მიმართა. სამიტის მთავარი თემის, HR ტრანსფორმაციის ფარგლებში, მან თანამშრომლების ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებასა და ამ ერთიანობით გამოწვეულ სიხარულსა და სასიკეთო ცვლილებებზე ისაუბრა. ნინო ოხანაშვილმა „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის კამპანია და მასში თანამშრომელთა ჩართულობის შედეგები განიხილა. 2022 წლის დადგომამდე კომპანიის თანამშრომლებმა „სეკრეტ სანტას“ ფორმატით საჩუქრები სხვადასხვა ორგანიზაციის 300-ზე მეტ ბენეფიციარს გაუკეთეს.

„დღევანდელ სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება. იცვლება ადამიანების მოლოდინებიც კომპანიის მიმართ. მეტი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზაციის ღირებულებებს და მათ თანხვედრას პირად ფასეულობებთან. თანამშრომლებს სურთ, ისეთ ჯგუფს ეკუთვნოდნენ, რომელთანაც შეხედულებათა მსგავსება აქვთ. ისინი ითხოვენ, ყოველდღიურ რუტინასთან ერთად, მიეცეთ შესაძლებლობა, დაიხარჯონ რაღაც უფრო დიადისთვის. „თეგეტასთვის“ უაღრესად მნიშვნელოვანია გარემოს შექმნა, სადაც თითოეული თანამშრომელი ყოველდღიურად უკეთესად იცნობს საკუთარ თავს; იჯერებს, რომ მცირე ძალისხმევას შეუძლია ცვლილებები გამოიწვიოს; რწმუნდება, რომ გულით, გუნდურად  გაკეთებულ საქმეს ჯადოსნური შედეგები აქვს. ზრუნვის კამპანიაში თანამშრომლები სრულიად ორგანულად ჩაერთნენ და ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. შედეგად მივიღეთ გულწრფელი სიხარული, მადლიერება და კიდევ უფრო გაკეთილშობილებული ჩვენი წილი სამყარო“, - ნინო ოხანაშვილი, „თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.

ოფიციალურ ნაწილთან ერთად, HR ბიზნესსამიტზე წელს „თეგეტა აკადემიის“ ვორქშოპიც ჩატარდა თემით - „მართე საკუთარი გზა“.  სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საინტერესო და სახალისო ტექნიკური აქტივობები, ასევე soft skill და teambuilding თამაშები მოეწყო. 

HR სამიტის მონაწილეებს „თეგეტა აკადემიის“ სივრცეში დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა მივეცით. გვიხარია, რომ დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო და ვორქშოპებს ბევრი მონაწილე დაესწრო. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს მარტივი, პრაქტიკული რჩევები ავტომობილის უსაფრთხო მართვისა და მისი აგებულების შესახებ. მონაწილეებთან ერთად განვიხილეთ საკუთარი თავის მართვის შესაძლებლობებიც“, - გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი.

HR ბიზნესსამიტი წელს მეხუთედ გაიმართა და მას 500-მდე სტუმარი ესწრებოდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები