2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით Mouth Melters Group-მა შოკოლადის საწარმო სრული დატვირთვით აამოქმედა

„ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის" დამფუძნებლებმა, ერეკლე და გიორგი ლოლაძეებმა მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ღვინის მარნის გვერდით, საკუთარი შოკოლადის სახელოსნო-საწარმო გახსნეს, სადაც შოკოლადის პატარა ქვევრებს ამზადებენ. საწარმოში 10-მდე ადამიანი დასაქმდა. ნედლეულს ბელგიური შოკოლადი წარმოადგენს, წარმოებისა და ბიზნესსაქმიანობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარები კი, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით შეიძინეს.

„ქვევრი არამატერიალურ კულტურის ძეგლად არის აღიარებული, ჩვენს ქვეყანაში ქვევრი საკმაოდ პოპულარულია და მას აქტიურად გამოიყენებენ მეღვინეობაში. და რადგან შოკოლადი მეტად მოთხოვნადი პროდუქტია, გადავწყვიტეთ, რომ „შოკოლადის ქვევრი" საინტერესო პროდუქტი იქნებოდა. იმისთვის, რომ ეს ამბიციური იდეა განგვეხორციელებინა წარმოება აუთსორსზე დავიწყეთ, თუმცა მოთხოვნა ნამდვილად აჭარბებდა მიწოდებას და დღიური 150-200 ცალი შოკოლადის ქვევრი ვეღარ აკმაყოფილებდა მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი საწარმო შეგვექმნა და ინვესტიციის გარდა, საიმედო პარტნიორი მოგვეძიებინა," - ერეკლე ლოლაძე, Mouth Melters Group-ის თანადამფუძნებელი.

„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ქართული წარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაზე ვაკეთებთ. დაფინანსების ის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანია Mouth melters შევთავაზეთ, კომპანიას უთავისუფლებს ფულად რესურსს საქმიანობის განვითარებისთვის. იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოურ ბაზრებზე, შოკოლადის ქვევრები აქტიურ გაყიდვაში ჩაეშვება," - თეკლა რობაქიძე, თიბისი ლიზინგის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის უფროსი.

„ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის" წარმომადგენლებმა და ახლა უკვე „შოკოლადის ქვევრის" იდეის ავტორებმა 2019 წელს წარმოება აუთსორსზე დაიწყეს, პანდემიის პერიოდში კი პროცესი სრულად შეჩერდა. დღეისთვის Mouth Melters-ის 6 სახის რძიანი, 54.5%-იანი და 70.5%-იანი შავი და სხვადასხვა შიგთავსის მქონე შოკოლადის შეძენაა შესაძლებელი, მომავალი წლიდან კი მწარმოებელი ასორტიმენტის გაზრდას აანონსებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები